რიცხუთაჲ 30:12
11. უკეთუ სახლსა შინა ქმრისა თჳსსასა აღთქუმაჲ იგი იყოს, ანუ დროებაჲ თავისა მისისაჲ ფიცით.12. და ესმეს ქმარსა მას მისსა და დაუდუმნეს მას და თავს-იდვას მისი, დაემტკიცნენ ყოველნივე აღთქმანი იგი მისნი და ყოველნივე დროებანი იგი მისნი, რომელ დრო-ყო თავსა თჳსისათჳს და დადგენ იგინი მის ზედა.13. უკუეთუ დაბრკოლებით დააბრკოლოს ქმარმან მან მისმან დღესა მას, რომელსა ესმეს ყოველი, რავდენი აღმოთქუა ბაგითა თჳსითა მსგავსად აღთქმისა მის თჳსისა და დროებისა მისისა თავისა თჳსისათჳს, არა მტკიცე იყოს მისა, რამეთუ ქმარმან მისმან დააბრკოლა იგი და უფალმან განწმიდოს იგი.
რიცხუთაჲ თავი 30