რიცხუთაჲ 35:22
21. ანუ მანკიერებით სცეს მას ჴელითა თჳსითა და მოკუდეს, სიკუდილით მოკუედინ მცემელი იგი, კაცისმკლველ არს, მეძიებელმან მან სისხლისამან მოკლას მკლველი იგი, რაჟამს შეემთხჳოს მას იგი.22. უკუეთუ მყის არა მტერობით უგუმიროს მას, ანუ მიაგდოს მის ზედა ყოველი ჭურჭელი, არა უმზირდა მას,23. არღაცა ყოვლითა ქვითა, რომლითა მოკუდეს მით, არამეცნიერობით და დაეცეს მის ზედა და მოკუდეს, ხოლო იგი არა მტერ იყო მას, არცაღა ეძიებდა ბოროტსა-ყოფად მისა.
რიცხუთაჲ თავი 35