რიცხუთაჲ 35:24
23. არღაცა ყოვლითა ქვითა, რომლითა მოკუდეს მით, არამეცნიერობით და დაეცეს მის ზედა და მოკუდეს, ხოლო იგი არა მტერ იყო მას, არცაღა ეძიებდა ბოროტსა-ყოფად მისა.24. და საჯოს კრებულმან შორის მცემელისა მის და შორის მეძიებელისა სისხლისაჲსა მსგავსად ამას საშჯელისა.25. და განარინოს კრებულმან მან მკლველი იგი მეძიებელისა მისგან სისხლისაჲსა და შეიყვანოს კრებულმან მან ქალაქსა მას შესავედრებელსა. და დაეშენოს მუნ ვიდრე მოსიკუდიდმდე მღდელისა მის დიდისა, რომელსა სცხეს საცხებელითა წმიდითა.
რიცხუთაჲ თავი 35