რიცხუთაჲ 4:14
13. და დადვან აღსაღებელთა მათ ზედა და საბურველი იგი დაჰბურონ საკურთხეველსა მას და დასდვან მას სამოსელი ყოვლად ძოწეული.14. და დაასხან მას ყოველი ჭურჭერი, რომლითა-იგი ჰმსახურებდენ მით, საცეცხურები იგი, და ფუცხუები, და ფიალები იგი, და საბურველი იგი და ყოველივე ჭურჭერი საკურთხეველისაჲ და დადვან მას ზედა საბურველი ტყავი იაკინთონი და განუთხინენ მას აღსაღებელნი მისნი.15. და მოიღონ სამოსელი ძოწეული და შეხურონ ემბაზსა მას და ხარისხთა მათ მისთა, და შთადგან იგი საბურველსა ტყავისა იაკინთოსა და დადგან იგი აღსაღებელთა მათ და აღასრულონ აჰრონ და ძეთა მისთა დაბურვაჲ იგი სიწმიდისაჲ მის და ყოველივე ჭურჭერი წმიდა ტრვასა მას ბანაკისასა და ამისა შემდგომად შევიდენ ძენი კაათისნი აღებად და არა შეეხნენ სიწმიდეთა მათ, რათა არა მოწყდენ. ესე აღიღოდიან ძეთა კაათისთა კარავსა მის საწამებელისასა.
რიცხუთაჲ თავი 4