რიცხუთაჲ 5:14
13. და და-ვინმე-წვეს მის თანა საწოლითა თესლისაჲთა და დაეფაროს თუალთაგან ქმრისა თჳსისაჲთა და დაუმალოს, და იგი დედაკაცი იყოს შეგინებულ და მოწამე არა ვინ იყოს მისა და მიდგომილ არღა იყოს.14. და მოუჴდეს ქმარსა მისსა სული შურობისაჲ და ეშურობდეს ცოლსა თჳსსა, და იგი იყოს შეგინებულ, ანუ მოუჴდეს მას სული მოშურნეობისაჲ, და ეშურობდეს ცოლსა თჳსსა და იგი არა იყოს შეგინებულ.15. და მოიყვანოს კაცმან მან ცოლი თჳსი მღდელისა და შეწიროს მსხუერპლი მისთჳს მეათე წილი სათველისაჲ. ფქვილი ქრთილისაჲ და არა დაასხას მას ზედა ზეთი და არცა დასდვას მას ზედა გუნდრუკი, რამეთუ არს იგი შესაწირავი შურისსახისაჲ, შესაწირავი მოსაჴსენებელისაჲ, შესაწირავი მოსაჴსენებელი ცოდვისაჲ.
რიცხუთაჲ თავი 5