რიცხუთაჲ 5:21
20. უკეთუ და-ვინმე-წოლილ არს შენ თანა? უკუეთუ გარდაჴედ შეგინებად თჳნიერ ქმრისა შენისა, უბრალო იყო შენ წყლისა ამისგან მხილებისა დაწყლეულისა, უკუეთუ გარდაჰჴედ შენ, რამეთუ ქმრისცოლი იყავ, გინათუ შეგინებულ ხარ შენ და მო-ვინმე-გცა შენ თესლი თჳსი თჳნიერ ქმრისა შენისა?21. და აფუცოს მღდელმან მან დედაკაცი იგი ფიცსა ამას წყევისასა და ჰრქუას მღდელმან მან დედაკაცსა მას: მიგეცინ შენ უფალმან წყევასა და ფიცსა ერსა შორის შენსა მოცემად შენდა უფლისა მიერ ბარკალი შენი გარდავრდომად და მუცელი შენი განსივებად. და შევიდეს წყალი ესე დაწყეული მუცელსა შენსა, რათა გარდაგივარდეს ბარკალი შენი და განასიოს მუცელი შენი. და თქუას დედაკაცმან მან: იყავნ, იყავნ.
რიცხუთაჲ თავი 5