რიცხუთაჲ 6:20
19. და მოიღოს მღდელმან მან მჴარი იგი მგბარი ვერძისა მისგან და პური ერთი უცომოჲ ლანკნისა მისგან და ლელანგოჲ უცომოჲ ერთი. და დაუდგას მღდელმან მან ჴელთა ზედა მის მლოცველისათა შემდგომად დაყჳნვისა თავისა მის ლოცვისა მისისა.20. და შეწიროს იგი მღდელმან მან დასადებელად წინაშე უფლისა წმიდაჲ იყოს იგი მღდელისა, მკერდისაჲ მის დასადებელისაჲ და მჴრისაჲ მის შესაწირავისაჲ, და ამისა შემდგომად სუას მლოცველმან მან ღჳნოჲ.21. ესე არს შჯული მლოცველისა მის, რაოდენიცა აღუთქუა უფალსა ძღუენი ლოცვისა მისისათჳს თჳნიერ მისა, რომელი-რაჲ პოვოს ჴელმან მისმან ძალისაებრ აღთქმისა მისისა, რაოდენიცა აღუთქუას შჯულისა მისებრ უმეცრებისა მისისა უფლისა მიმართ.
რიცხუთაჲ თავი 6