რუთისი 1:10
9. და მოგაგენ თქუენ უფალმან კეთილისა მაგის წილ და პოვეთ თქუენ განსუენებაჲ სახლსა შინა ქმრისა თჳსისასა! და ამბორს-უყო მათ და უჯმნიდა; და აღიმაღლეს ჴმაჲ მათი და ტიროდეს.10. და ჰრქუეს მას: არა ეგრე, არამედ შენ თანა მივიდეთ ერისა შენისა.11. და ჰრქუა მათ ნოომინ: მიექეცით, ასულნო ჩემნო, და წარვედით! რაჲსათჳს მოხუალთ თქუენ ჩემ თანა? ნუუკუე ამიერითგან შჳლნი არიან მუცელსა ჩემსა და იგინი იყვნენ ქმარ თქუენდა?
რუთისი თავი 1