რუთისი 1:13
12. არამედ აწ წარვედით, ასულნო ჩემნო, ამისთჳს, რამეთუ დავბერდი, და არღარა შემძლებელ ვარ მე ქმრისა სუმად, უკუეთუმცა გარქუ თქუენ, ვითარმედ შე-ღა-მძლებელ ვარ და შე-ღა-ვეყო ქმარსა, და ვშუნე მე ძენი? გ.13. და ამათ ელოდით თქუენ, ვიდრემდე განორძნდენ, და დაგიყენნე თქუენ, რათა არა ისხნეთ ქმარ? ნუ ეგრე, ასულნო ჩემნო, რამეთუ განმწარდა ჩემთჳს უფროჲს თქუენსა, რამეთუ ჴელი უფლისაჲ გამოვიდა ჩემ ზედა.14. და აღიმაღლეს ჴმაჲ მათი და მერმეცა ტიროდეს-ვე. და ამბორს-უყო ურიფა დედამთილსა თჳსსა და მიაქცია წარვიდა იგი ერისა თჳსისა. ხოლო რუთ შეუდგა და მოსდევდა მას.
რუთისი თავი 1