რუთისი 1:16
15. და ჰრქუა ნოომინ რუთს: აჰა ეგერა, მიიქცა მოყუასი შენი ერისა თჳსისა და ღმერთთა თჳსთა, მიიქეც შენცა მოყუსისა შენისა თანა!16. მიუგო და ჰრქუა მას რუთ: ნუ შემემთხუევინ მე ეგე ყოფად, ვითარმცა დაგიტევე მე შენ და მივიქეც და წარვედ შენგან, არამედ ვიდრეცა მიხჳდე, მივიდე და სადაცა იყოფოდე, ვიყოფოდე მეცა შენ თანა, ერი შენი ერი ჩემი არს და ღმერთი შენი ღმერთი ჩემი არს.17. და სადაცა მოჰკუდე, მოვკუდე მეცა და მუნ დავეფლა. ესე მიყავნ მე უფალმან და ესე შემძინენ, რამეთუ სიკუდილმან განმწვალოს შენ შორის და ჩემ შორის.
რუთისი თავი 1