რუთისი 2:12
11. მიუგო მას ბოოზ და ჰრქუა: თხრობით მითხრეს მე, რავდენი უყავ დედამთილსა მას შენსა შემდგომად სიკუდილისა ქმრისა შენისა და დაუტევე მამაჲ შენი და დედაჲ შენი და ქუეყანაჲ შობისა შენისა და მოხუედ ერისა, რომელი არა იცოდე გუშინ და ძუღუნ?12. მოგაგენ შენ უფალმან საქმისა წილ შენისა და იყავნ სასყიდელი შენი სავსებით უფლისა მიერ ღმრთისა ისრაჱლისა, რომლისა მოხუედ სასოებად ქუეშე ფრთეთა მისთა.13. ხოლო მან თქუა: მიპოვნიესმცა მადლი წინაშე თუალთა შენთა, უფალო, რამეთუ ნუგეშინის-მეც მე და ეტყოდე გულსა მჴევლისა შენისსა, და მე ვიყო ამიერითგან, ვითარცა ერთი მჴევალთა შენთაგანი.
რუთისი თავი 2