რუთისი 4:6
5. და თქუა ბოოზ: დღესა მას, რომელსა მოიგო ქუეყანაჲ იგი ჴელისაგან ნოომინისა და რუთისგან მოაბელისა, ძის ცოლისა მისისა, რომლისა მოკუდა ქმარი, სამკჳდრებელი იგი მისი მოიგო თავისა შენისა. და იგიცა მოიყვანე თავისა შენისა, რომლისაგან აღუდგინო მკჳდრი მკუდარსა მას სამკჳდრებელსა მას მისსა ზედა.6. ჰრქუა ნათესავმან მან: ვერ ჴელ-მეწიფების თავისა ჩემისა შჳლებად მისა, ნუუკუე განვრყუნე სამკჳდრებელი ჩემი და ეშჳლე შენ საშჳლებელსა მას ჩემსა ზედა, რამეთუ მე ვერ ძალ-მიც შვილებად.7. და ესე სამართალი იყო პირველ ისრაჱლსა შორის საშვილებელსა ზედა და ცვალებასა ზედა, რათა დაემტკიცოს ყოველი სიტყუაჲ, განიძარცჳს კაცმან ჴამლი თჳსი და მისცის მოყუასსა თჳსსა, რომელი ეშჳლებინ საშჳლებელსა თჳსსა ზედა. და ესე იყო საწამებელი ისრაჱლსა შორის.
რუთისი თავი 4