მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 1:22

21. და დგა ერი იგი და ელოდა ზაქარიას და უკჳრდა დაყოვნებაჲ იგი მისი ტაძარსა მას შინა.22. და გამო-რაჲ-ვიდა, ვერ ეძლო სიტყუად მათდა, და ცნეს, რამეთუ ჩუენებაჲ რაჲმე იხილა ტაძარსა მას შინა; და იგი წამ-უყოფდა მათ და დაადგრა უტყუად.23. და ვითართცა აღესრულნეს დღენი იგი მსახურებისა მისისანი, წარვიდა სახიდ თჳსა.
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 1
22. და გამო-რაჲ-ვიდა, ვერ ეძლო სიტყუად მათდა, და ცნეს, რამეთუ ჩუენებაჲ რაჲმე იხილა ტაძარსა მას შინა; და იგი წამ-უყოფდა მათ და დაადგრა უტყუად.
ლუკას სახარების განმარტება თავი პირველი
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

[თ. 1, მ. 1-4]

1. ვინაჲთგან უკუე მრავალთა ჴელ-ყვეს აღწერად მოთხრობისა საქმეთათჳს გულსავსე-ქმნილთა ჩუენ შორის, 2. ვითარცა-იგი მომცეს ჩუენ, რომელნი დასაბამითგან თჳთ-მხილველ და მსახურ ყოფილ იყვნეს სიტყჳსა მის, 3. ჯერ-მიჩნდა მეცა, რომელი შეუდეგ პირველითგან ყოვლითა ჭეშმარიტებითა, შემდგომითი შემდგომად მიწერად შენდა, მჴნეო ღმრთის-მოყუარეო თეოფილე, 4. რაჲთა სცნა, რომელთათჳს-იგი ისწავე სიტყუათა მათ კრძალულებაჲ.

ვინ იყვნენ ეს მრავალნი, რომელთაც ხელი მიჰყვეს? ცრუ მოციქულნი. ვინაიდან, მართლაც მრავალნი ადგენდნენ სახარებას, როგორიცაა, მაგალითად, ეგვიპტელთა სახარება და სახარება წარწერით „ათორმეტთაგან“. მათ მხოლოდ ხელი მიჰყვეს, მაგრამ ვერ დაამთავრეს. რამდენადაც მათ ღვთის მადლის გარეშე დაიწყეს, სწორედ ამიტომ ვერ დაამთავრეს. ამრიგად, ლუკამ კარგად თქვა „მრავალთა ხელ-ყვეს“. ჭეშმარიტად არა მრავალთა, კერძოდ მათემ და  მარკოზმა, არა მხოლოდ დაიწყეს, არამედ დაამთავრეს კიდეც, ვინაიდან მათ ჰქონდათ სული, სრულყოფილების შემქნელი. „საქმეთათვის გულსავსე-ქმნილთა ჩუენ შორის“. რადგანაც ის, რაც ქრისტეს შეეხება, არა უბრალოდ შიშველი გადმოცემებითაა ცნობილი, არამედ...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის