მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 10:28

27. ხოლო მან ჰრქუა: შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა ძალითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა, და მოყუასი შენი − ვითარცა თავი თჳსი.28. ჰრქუა მას იესუ: მართლ მომიგე, მაგას იქმოდე და სცხონდე.29. ხოლო მას უნდა განმართლებად თავი თჳსი და ჰრქუა იესუს: და ვინ არს მოყუას ჩემდა?
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 10
28. ჰრქუა მას იესუ: მართლ მომიგე, მაგას იქმოდე და სცხონდე.
ლუკას სახარების განმარტება თავი მეათე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

[თ. 10; მ. 1-3]

1. და ამისა შემდგომად გამოირჩინა უფალმან სხუანი სამეოც და ათნი და წარავლინნა იგინი ორ-ორნი წინაშე მისსა ყოველსა ქალაქებსა და დაბნებსა, ვიდრეცა ეგულებოდა მას მისლვად. 2. და ეტყოდა მათ: სამკალი ფრიად არს, ხოლო მუშაკნი მცირედ. ევედრენით უკუე უფალსა სამკალისასა, რაჲთა მოავლინნეს მუშაკნი სამკალსა თჳსსა. 3. წარვედით! აჰა ესერა მიგავლინებ თქუენ, ვითარცა კრავთა შორის მგელთა.

გამოსვლათა წიგნში წერია: „მივიდნენ ელიმში. იქ იყო თორმეტი წყაროსთვალი და სამოცდაათი ფინიკის ხე“ (გამოსვლა. 15,27). რაც მოხდა მაშინ ისტორიულად და ხატოვნად, ის აღსრულდა ახლა სინამდვილეში. ელიმი - ნიშნავს აღსვლას. ამით აღინიშნება არაფერი სხვა, თუ არა ის, რომ ჩვენ ვაღწევთ რა უსრულყოფილეს გაგებასა და სულიერ ასაკს და არ ვჩერდებით, როგორც ებრაელები, სჯულზე, არამედ ვერთვით ქრისტიანობას, ვიპოვით თორმეტ წყაროსთვალს, ან თორმეტ უპირატეს მოციქულს, რომელნიც არსებითად არიან წყარონი ყოველგვარი უტკბილესი მოძღვრებისა. ვპოვებთ ასევე სამოცდაათ ფინიკის ხეს, ანუ (სამოცდაათ მოციქულს). ისინი არ იწოდებიან წყაროსთვლებად, არამედ ფინიკებად, როგორც ისინი, ვისაც ზრდიან და...

სრულად ნახვა
სიტყვა ოცდამეხუთესა კვირიაკესა ზედა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

იგავი მოწყალე სამარიტელსა ზედა (ლუკ. 10, 25-37).

დღეს წაკითხული სახარება, ძმანო, მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო, გვიქადაგებს და შეგვაგონებს ჩვენ ქრისტიანულსა სიყვარულსა და მოწყალებას. ვგონებ, რომ წინაშე მართლ-მადიდებელთა ქრისტიანეთა არ არის საჭირო ვრცლად უბნობა მასზედა, თუ რა დიდი სათნოება არის მოწყალება. ეს იცის ყოველმა ქრისტიანე კაცმა, და არა თუ ქრისტიანეთა, არამედ სხვათა, უცხო სჯულისა კაცთა, მაგალითებრ, მაჰმადიანთა, ურიათა დიდ სათნოებად მიაჩნიათ მოწყალება და დიახაც სცდილობენ აღასრულონ იგი. გარნა ქრისტიანული მოწყალება დიდად განსხვავებულია მათი მოწყალებისაგან. თვით დღეს წაკითხული იგავი სახარებისაგან არა იმაზედ ლაპარაკობს, რომ მოწყალებანი დიდი სათნოება არისო, - ეს ყოველმა კაცმა იცის, როგორც ვსთქვით, - არამედ იმას, თუ როგორ უნდა აღასრულოს ქრისტიანემ ეს სათნოება, რომ იგი ნამდვილ ქრისტიანულ მოქმედებად შექმნას, როგორია ქრისტიანული მოწყალება? როგორ უნდა აღსრულდეს იგი? ამაზედ კი ფრიად საჭიროა ლაპარაკი წინაშე ქრისტიანეთა, ვინაიდგან არა ყოველნი ქრისტიანენი ქრისტიანულად აღასრულებენ მოწყალებას.

რასა შინა მდგომარეობს ქრისტიანული მოწყალება,...

სრულად ნახვა
სიტყვა კე-სა კვირიაკესა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

ვინ არს მოყვას ჩემდა? (ლუკ. ი, კთ.)

ესრედ ჰკითხა უფალსა ერთმა სჯულის-მეცნიერმა. მას სურდა შეტყობა: ვინ არს მისი მოყვასი, ვინ უნდა შეიყვაროს მან, ვითარცა თავი თვისი? იგი ჰგონებდა უთუოდ, რომელ არა ყოველი კაცი არის მისი მოყვასი და ყოველს კაცს იგი ვერ შეიყვარებს, ვითარცა თავსა თვისსა. რისთვის ჰფიქრობდა, ძმაო ქრისტიანენო, ეს სჯულის-მეცნიერი ამ სახით? გარნა სჯულის-მეცნიერმა ის არ იცოდა, რომ კაცის მოყვასი არის ყოველი სხვა კაცი? არნა მის სჯულში, რომელიც მან კარგად იცოდა, არ ამოეკითხა მას, რომელ ყოველნი ტომნი და თესლნი კაცთანი შთამომავლობენ ერთისა წინაპარისა ადამ და ევასაგან, მაშასადამე არიან ძმანი და მოყვასნი? მართალია, ძმანო, ეს უთუოდ იცოდა იმ სჯულის-მეცნიერმა, გარნა სჩანს, რომ ამ სოფლის ჩვეულებამან დაავიწყა მას სწავლა სჯულისა. შჯული ასწავლიდა მას, რომელ ყოველნი კაცნი არიან მისნი მოყვასნი, გარნა იმ ჟამად, როდესაც იგი ამას ჰკითხავდა, ურიათა შორის იყვნენ მრავალნი განყოფილებანი და განწვალებანი, რომელთა მათ თითქმის დაივიწყეს: რა არის მოყვსობა და ვინ არის მოყვასი. ურიანი არა თუ უცხო ტომის კაცს არ სთვლიდნენ მოყვასად, არამედ თვით მათ შორის...

სრულად ნახვა
სიტყვა კე-სა კვირიაკესა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

ვინ არს მოყვას ჩემდა? (ლუკ. კ, კთ)

ესრეთ ჰკითხა უფალსა სჯულის-მეცნიერემან ვინმე,პასუხად ამა კითხვასა ზედა უფალმან უთხრა იგავი მოწყალისა და კაცთ-მოყვარისა სამარიტელისათვის,რომელმან საკვირველითა თვისითა ქველის-მოქმედებითა გვაჩვენა ჩვენ, რა არის მოყვარობა და როგორ უნდა აღასრულებდეს ქრისტიანე მცნებასა მოყვრობისასა. მოწყალება, რომელი მან უყო კაცსა, შთავარდნილსა ხელთა შინა ავაზაკთა, მწყდარსა და ძლივსღა ცოცხალსა, არის მაღალი მაგალითი მოყვასის სიყვარულისა, პირველად მით, რომელ სამარიტელმან ამან უყო მოწყალება კაცსა უცხოსა და უცნობსა, რომელი იყო შთამომავლობით ებრაელი, მაშასადამე, მტერი და მოშურნე მისისა ტომისა, ვინაითგან ებრაელთა სძულდათ სამარიტელნი; მეორედ, მან უყო მოწყალება უანგაროდ: ისრეთს კაცს უყო მოწყალება, რომელსა არ შეეძლო გარდახდა და მაგიერის სიკეთის მიგება; მესამედ, მან ჰქმნა მოწყალება ისრეთ შემთხვევაში, რომელ მის მოწყალებას მიეცა დიდი ფასი, ვინაითგან კაცი იგი, წყლული და დაჭრილი, იყო მიგდებული გზის პირად, საშიშოსა ადგილსა ზედა, სადაც ავაზაკნი მრავალ-გზის დაჰხვდებოდნენ და მოჰკვლიდნენ მოგზაურთა. მღვდელმან და ლევიტელმან, თუმცა გაიარეს...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის