მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 12:38

37. ნეტარ იყვნენ იგი მონანი, რომელთაჲ მოვიდეს უფალი მათი და პოვნეს იგინი მღჳძარენი. ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ მოირტყნეს და დასხნეს იგინი, წარმოუდგეს და ჰმსახურებდეს მათ.38. დაღათუ მეორესა საჴუმილავსა და მესამესა მოვიდეს და პოვნეს ესრეთ, ნეტარ იყვნენ იგინი.39. ხოლო ესემცა უწყით: უკუეთუმცა იცოდა სახლისა უფალმან, რომელსა ჟამსა მპარავი მოვალს, იღჳძებდამცა და არა უტევა დათხრად სახლისა თჳსისა.
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 12
38. დაღათუ მეორესა საჴუმილავსა და მესამესა მოვიდეს და პოვნეს ესრეთ, ნეტარ იყვნენ იგინი.
ლუკას სახარების განმარტება თავი მეთორმეტე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

[თ. 12; მ. 1-3]

1. რომელთა ზედა შეკრებულ იყო ბევრეული ერი, ვიდრემდე დასთრგუნვიდეს ურთიერთას. იწყო პირველად სიტყუად მოწაფეთა თჳსთა და ჰრქუა: ეკრძალენით თავთა თქუენთა ცომისაგან ფარისეველთაჲსა, რომელ არს ორგულებაჲ. 2. ხოლო არარაჲ არს დაფარული, რომელი არა გამოცხადნეს, და დამალული, რომელი არა საცნაურ იყოს. 3. ამისათჳს რომელი ბნელსა შინა სთქუათ, ნათელსა შინა ისმეს, და რომელსა ყურსა ეტყოდით საუნჯეთა შინა, იქადაგოს ერდოთა ზედა.

ფარისევლები ცდილობდნენ სიტყვაში დაეჭირათ უფალი, რათა ხალხი ჩამოეშორებინათ მისთვის, მაგრამ პირიქით მოხდა. სულ უფრო ბევრი ხალხი იკრიბებოდა: იკრიბებოდა მრავალი ათასი და თითოეული ისე ესწრაფვოდა მასთან მიახლოებას, რომ ლამის ერთმანეთი გადაეთელათ. ასეთი ძლიერია ჭეშმარიტება, ხოლო სიცრუე ყველგან უძლურია! იესო, იცოდა რა ფარისეველთა მზაკვრობის შესახებ და ხედავდა რა, რომ ისინი მხოლოდ თავს აჩვენებენ ისე, თითქოსდა შეკითხვა ჰქონდეთ, საქმით კი საბაბს ეძებენ მის წინააღმდეგ, თავის მოწაფეებთან ფარისეველთა ორგულობაზე ალაპარაკდა, ეჭვგარეშეა იმისთვის, რათა ემხილება ისინი და სააშკარაოზე გადმოეტენა მათი თვალთმაქცობიტ აღსავსე გულები....

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის