მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 12:52

51. ეგრე ჰგონებთ, ვითარმედ მშჳდობისა მოვედ მიფენად ქუეყანასა ზედა? არა, გეტყჳ თქუენ, არამედ განყოფად.52. რამეთუ იყვნენ ამიერითგან ხუთნი სახლსა შინა ერთსა განყოფილ: სამნი ორთაგან და ორნი სამთაგან.53. განყოფად მამაჲ ძისაგან და ძე მამისაგან; და დედაჲ ასულისაგან და ასული დედისაგან; დედამთილი ძის-ცოლისაგან მისისა და სძალი დედამთილისაგან.
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 12
52. რამეთუ იყვნენ ამიერითგან ხუთნი სახლსა შინა ერთსა განყოფილ: სამნი ორთაგან და ორნი სამთაგან.
ლუკას სახარების განმარტება თავი მეთორმეტე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

[თ. 12; მ. 1-3]

1. რომელთა ზედა შეკრებულ იყო ბევრეული ერი, ვიდრემდე დასთრგუნვიდეს ურთიერთას. იწყო პირველად სიტყუად მოწაფეთა თჳსთა და ჰრქუა: ეკრძალენით თავთა თქუენთა ცომისაგან ფარისეველთაჲსა, რომელ არს ორგულებაჲ. 2. ხოლო არარაჲ არს დაფარული, რომელი არა გამოცხადნეს, და დამალული, რომელი არა საცნაურ იყოს. 3. ამისათჳს რომელი ბნელსა შინა სთქუათ, ნათელსა შინა ისმეს, და რომელსა ყურსა ეტყოდით საუნჯეთა შინა, იქადაგოს ერდოთა ზედა.

ფარისევლები ცდილობდნენ სიტყვაში დაეჭირათ უფალი, რათა ხალხი ჩამოეშორებინათ მისთვის, მაგრამ პირიქით მოხდა. სულ უფრო ბევრი ხალხი იკრიბებოდა: იკრიბებოდა მრავალი ათასი და თითოეული ისე ესწრაფვოდა მასთან მიახლოებას, რომ ლამის ერთმანეთი გადაეთელათ. ასეთი ძლიერია ჭეშმარიტება, ხოლო სიცრუე ყველგან უძლურია! იესო, იცოდა რა ფარისეველთა მზაკვრობის შესახებ და ხედავდა რა, რომ ისინი მხოლოდ თავს აჩვენებენ ისე, თითქოსდა შეკითხვა ჰქონდეთ, საქმით კი საბაბს ეძებენ მის წინააღმდეგ, თავის მოწაფეებთან ფარისეველთა ორგულობაზე ალაპარაკდა, ეჭვგარეშეა იმისთვის, რათა ემხილება ისინი და სააშკარაოზე გადმოეტენა მათი თვალთმაქცობიტ აღსავსე გულები....

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის