მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 13:16

15. მიუგო მას იესუ და ჰრქუა: ორგულო, კაცად-კაცადმან თქუენმან არა აღჰჴსნისა შაბათსა შინა ჴარი გინა ვირი ბაგათაგან მათთა და წარიბის და ასჳს მას წყალი?16. ხოლო ესე ასული აბრაჰამისი იყო, რომელი შეეკრა ეშმაკსა, აჰა ესერა ათრვამეტი წელი არს; არა ჯერ-იყოა განჴსნად საკრველთაგან მისთა დღესა შაბათსა?17. და ამას რაჲ იტყოდა თავადი, ჰრცხუენოდა ყოველთა წინა-აღმდგომთა მისთა; და ყოველსა მას ერსა უხაროდა ყოველთა მათ ზედა დიდებულებათა მისთა, რომელნი იქმნებოდეს მის მიერ.
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 13
16. ხოლო ესე ასული აბრაჰამისი იყო, რომელი შეეკრა ეშმაკსა, აჰა ესერა ათრვამეტი წელი არს; არა ჯერ-იყოა განჴსნად საკრველთაგან მისთა დღესა შაბათსა?
ლუკას სახარების განმარტება თავი მეცამეტე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

[თ. 13; მ. 1-5]

1. მო-ვინმე-სრულ იყვნეს მას ჟამსა ოდენ და უთხრეს მას გალილეველთა მათთჳს, რომელთაჲ-იგი სისხლი პილატე შეჰრია მსხუერპლთა მათთა. 2. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ეგრე გგონიეს, ვითარმედ გალილეველნი ესე უფროჲს ყოველთა გალილეველთა იყვნეს ცოდვილ, რამეთუ ესევითარი ევნო მათ? 3. გეტყჳ თქუენ: არა; არამედ უკუეთუ არა შეინანოთ, ეგრევე სახედ ყოველნი წარსწყმდეთ. 4. ანუ იგი, რომელ ათრვამეტთა ზედა სილოამს გოდოლი დაეცა და მოსწყჳდნა იგინი, ჰგონებთ, ვითარმედ იგინი ხოლო თანა-მდებ იყვნეს უფროჲს ყოველთა კაცთა, რომელნი მკჳდრ არიან იერუსალჱმს? 5. გეტყჳ თქუენ: არა; არამედ უკუეთუ არა შეინანოთ, ყოველნივე ეგერეთ წარსწყმდეთ.

იუდა გალილეველმა, რომელსაც იგივე მახარებელი „საქმე მოციქლთა“-ში მოიხენიებს (5,37), იყო რა თავად მცოდნე სჯულისა,  დაარწმუნა სხვა მარავალი გალილეველიც მოფყოლოდა მის სწავლებას. ის კი იმას ასწავლიდა, რომ არავისთვის კაცთაგან, თავად მეფისთვისაც კი არ არის ნებადართული ღმერთი უწოდო არც სიტყვა სიტყვითი მნიშვნელობით და არც პატივისცემის და მოწიწების ნიშნად, აქედან მრავალი მათგანი იმისთვის, რომ კეისარს ღმერთს არ უწოდებდა, სასტიკად...

სრულად ნახვა
სიტყვა კზ-სა კვირიაკესა ზედა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

მიუგო შესაკრებელის-მთავარმან მან რისხვით, რამეთუ შაბათსა განჰკურნა იგი იესო, და ეტყოდა ერსა მას: ექვსნი დღენი არიან, რომელთა შინა ჯერ-არს საქმედ; მათ შინა მომავალნი განიკურნებოდეთ, და ნუ დღესა შაბათსა ( ლუკ. იგ, იდ)

უფალმან ჩვენმან იესო ქრისტემან, ვითარცა გვესმა დღეს წაკითხულისა სახარებითაგან, ერთს შაბათის დღესა განჰკურნა ერთი მძიმედ უძლური ქალი შესაკრებელსა შინა, ანუ სალოცველსა ურიათა. წინამძღვარი შესაკრებლისა მის, ნაცვლად მადლობისა და პატივის-ცემისა, განრისხდა და სთქვა: ექვსნი დღენი არიან, რომელთა შინა ჯერ-არს საქმედ; მათ შინა მომავალნი განიკურნებოდეთ და ნუ დღესა შაბათსა. რას ნიშნავს, ძმანო, ეს საკვირველი მრისხანება ამ მოძღვრისა? როგორ მოხდა, რომელ ეს კაცი, სასწაულის მხედველი და საწყალისა დედაკაცისა გაბედნიერების მოწამე, ნაცვლად სიხარულისა შეყვარებისა, მრისხანე და მწუხარე არს? ძმანო ჩემნო საყვარელნო! ეს მოხდა შურისაგან; შურმან დააბნელა ესოდენ გული მისი, რომელ ნაცვლად სიყვარულისა და რწმუნებისა, მას გაუჩნდა გულში მრისხანება და სიძულილი. რაი არს შური? შური არს მწუხარება, რომელსა კაცი ჰგრძნობს გულში, ოდეს იგი ჰხედავს...

სრულად ნახვა
სიტყვა კზ-სა კვირიაკესა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

მიუგო შესაკრებლის-მთავარმან მან რისხვით, რამეთუ შაბათსა განჰკურნა იგი იესე, და ეტყოდა ერსა მას: ექვსნი დღენი არიან, რომელთა შინა ჯერ-არს საქმედ; მათ შინა მომავალნი განიკურებოდეთ, და ნუ დღესა შაბათსა (ლუკ, იგ. იდ)

უფალმან ჩვენმან იესო ქრისტემან, ვითარცა გვესმა დღეს წაკითხულისა სახარებითაგან, ერთს შაბათის დღეს განჰკურნა შესაკრებელსა შინა ურიათასა დედაკაცი უძლური, რომელი უმეტეს თვრამეტის წლისა იყო დარონებული და ვერ შეეძლო ზე-ახილვად. მოძღვარსა მის შესაკრებელისასა არა თუ არა იამა ესრეთი ქველის-მოქმედება მაცხოვრისა და ბედნიერება იმა დედაკაცისა, არამედ მრისხანებით აყვედრა მუნ შეკრებილსა ერსა: ექვსნი დღენი არიან, რომელთა შინა ჯერ-არს საქმედ; მათ შინა მომავალნი განიკურნებოდეთ, და არა დღეთა შაბათსა. ამით შესაკრებელის მთავარი შეაგონებს ერსა, ვითომც მაცხოვარმა დაარღვია მეოთხე მცნება, მაშინ, როდესაც მან უმჯობესად აღასრულა იგი. მეოთხესა მცნებასა შინა ღმერთი უბრძანებდა ურიათა: მოიხსენე დღე იგი შაბათი და წმიდა ჰყავ იგი; ექვსთა დღეთა შინა იქმოდე ყოველთა საქმეთა, ხოლო დღე იგი მეშვიდე, შაბათი, არს უფლისა ღმრთისა შენისა. მაშასადამე, ამა...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის