მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 13:27

26. მაშინ იწყოთ სიტყუად: ვჭამდით წინაშე შენსა და ვსუემდით, და უბანთა ჩუენთა ზედა გუასწავებდ.27. და გრქუას: არა გიცნი, ვინანი ხართ; განმეშორენით ჩემგან ყოვლნი მოქმედნი უსჯულოებისანი.28. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ, რაჟამს იხილოთ აბრაჰამი, ისაკი და იაკობი და ყოველნი წინაწარმეტყუელნი სასუფეველსა ღმრთისასა და თქუენ განსხმულნი გარეშე.
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 13
27. და გრქუას: არა გიცნი, ვინანი ხართ; განმეშორენით ჩემგან ყოვლნი მოქმედნი უსჯულოებისანი.
ლუკას სახარების განმარტება თავი მეცამეტე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

[თ. 13; მ. 1-5]

1. მო-ვინმე-სრულ იყვნეს მას ჟამსა ოდენ და უთხრეს მას გალილეველთა მათთჳს, რომელთაჲ-იგი სისხლი პილატე შეჰრია მსხუერპლთა მათთა. 2. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ეგრე გგონიეს, ვითარმედ გალილეველნი ესე უფროჲს ყოველთა გალილეველთა იყვნეს ცოდვილ, რამეთუ ესევითარი ევნო მათ? 3. გეტყჳ თქუენ: არა; არამედ უკუეთუ არა შეინანოთ, ეგრევე სახედ ყოველნი წარსწყმდეთ. 4. ანუ იგი, რომელ ათრვამეტთა ზედა სილოამს გოდოლი დაეცა და მოსწყჳდნა იგინი, ჰგონებთ, ვითარმედ იგინი ხოლო თანა-მდებ იყვნეს უფროჲს ყოველთა კაცთა, რომელნი მკჳდრ არიან იერუსალჱმს? 5. გეტყჳ თქუენ: არა; არამედ უკუეთუ არა შეინანოთ, ყოველნივე ეგერეთ წარსწყმდეთ.

იუდა გალილეველმა, რომელსაც იგივე მახარებელი „საქმე მოციქლთა“-ში მოიხენიებს (5,37), იყო რა თავად მცოდნე სჯულისა,  დაარწმუნა სხვა მარავალი გალილეველიც მოფყოლოდა მის სწავლებას. ის კი იმას ასწავლიდა, რომ არავისთვის კაცთაგან, თავად მეფისთვისაც კი არ არის ნებადართული ღმერთი უწოდო არც სიტყვა სიტყვითი მნიშვნელობით და არც პატივისცემის და მოწიწების ნიშნად, აქედან მრავალი მათგანი იმისთვის, რომ კეისარს ღმერთს არ უწოდებდა, სასტიკად...

სრულად ნახვა
სიტყვა კჱ-სა კვირიაკესა ზედა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

მრავალნი არიან ჩინებულ და მცირედნი რჩეულ (ლუკ. იდ, კდ).

ესრეთ დაასრულა მაცხოვარმან იგავი, რომელი მოვისმინეთ დღეს ჩვენ, ძმანო ქრისტიანენო, სახარებითგან. კაცმან ვინმე ჰყო პური, ანუ სერობა დიდი და მოუწოდა მრავალთა სტუმართა, ხოლო წოდებულთა იწყეს თითოეულად უარისყოფა. ერთმან სთქვა: აგარაკი ვიყიდე და თანა-მაძს მისვლად და განხილვად მისა; გევედრები შენ, განმიტევე მე სერობისა შენისაგან. სხვამან სთქვა: უღლეული ხარი ვიყიდე ხუთი და თანა-მაძს გამოცდა მისა; განმიტევე მე სერობისა შენისაგან. კვალად სხვამან სთქვა: ცოლი შევირთეEდა არ შემიძლიან მოსვლა შენთან. მაშინ განრისხდა სახლის უფალი იგი და უბრძანა მონათა წარსვლა უბანთა და ყურეთა ქალაქისათა და იძულება მოსვლად სერობასა თვისსა გლახაკთა და უცხოთა, ბრმათა, მკელობელთა, და აღივსო სახლი მისი მეინახეთა მიერ. ხოლო გეტყვი თქვენ: არავინ მათ კაცთამან გემო იხილოს სერობისა ამის ჩემისა; რამეთუ მრავალ არიან ჩინებულ და მცირედნი რჩეულ.

კაცი იგი, რომელმან ჰყო პური დიდი ანუ წვეულობა არს თვით უფალი ჩვენი იესო ქრისტე; პური ანუ სერობა ნიშნავს სწავლასა მას ანუ სჯულსა, რომელი მოგვცა ჩვენ უფალმან იესო ქრისტემან; სტუმარნი...

სრულად ნახვა
სიტყვა კზ-სა კვირიაკესა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

მრავალნი არიან ჩინებულ, და მცირედნი რჩეულ (ლუკ. იდ, კდ).

დღეს წაკითხული სახარების იგავი გვამცნებს ჩვენ, ძმაო, რომელ, თუმცა ღმერთი ყოველს კაცს იხმობს თავისთან, თუმცა ზეციერმან მამამან ყოვლისა ადამიანისათვის განამზადა პური დიდი, ესე იგი, სასუფეველი ცათა, და უწოდა მრავალთა, გარნა, საუბედუროდ, მცირედნი არიან, რომელნი ისმენენ ხმასა მისსა და მივლენ მასთან. რა მიზეზი არს, ძმანო ამისა? როგორ უნდა აჰხსნას კაცმა ესრედი გასაოცარი საქმე, რომელ შემოქმედი იხმობს ქმნილებასა თვისსა, მამა უწოდებს შვილთა თვისთა, აღუთქვამს მათ დაუსრულებელსა და გამოუთქმელსა ნეტარებასა, გარნა მცირედნი არიან, რომელნი მივლენ მასთან? ერთი სიტყვით, რას ნიშნავს, რომ მრავალნი არიან ჩინებულ და მცირედნი რჩეულ?აქ ისიც უნდა დაუმატოთ, ძმაო ჩემო, რომელ რჩეულნი, ესე იგი, ცხოვნებულნი, არიან მცირედნი, ამით იგი გამოგვიცხადებს, რომელ ჩინებულნი იქნებიან მცირედნი არა თუ ურწმუნოთა და უსჯულოთა კაცთა შორის, რომელთა არა მიიღეს სახარება ქრისტესი - ეს არ იქნებოდა საკვირველი, არამედ საკვირველი და შესაძრწუნებელი ის არის, რომელ ცხოვნებულნი, ანუ ჩინებულნი, იქმნებიან მცირედნი თვით მორწმუნეთა...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის