მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 14:29

28. ვის-მე უკუე თქუენგანსა უნდეს გოდოლი შენებად, არა-მეა პირველად დაჯდეს და აღრაცხოს, რაოდენი წარაგოს, უკუეთუ აქუს, რაჲთა კმა-ეყოს მას აღსრულებადმდე.29. ნუუკუე დადვას საფუძველი და ვერ შეუძლოს აღსრულებად მისა, და ყოველნი რომელნი ხედვიდენ მას, იწყონ კიცხევად მისა30. და თქუან, ვითარმედ: კაცმან ამან იწყო შენებად და ვერ შეუძლო აღსრულებად.
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 14
29. ნუუკუე დადვას საფუძველი და ვერ შეუძლოს აღსრულებად მისა, და ყოველნი რომელნი ხედვიდენ მას, იწყონ კიცხევად მისა
ლუკას სახარების განმარტება თავი მეთოთხმეტე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

[თ. 14; მ. 1-6]

1. და იყო მო-რაჲ-ვიდა იესუ სახლსა ვისმე მთავრისა ფარისეველისასა დღესა შაბათსა ჭამად პურისა, და იგინი უმზირდეს მას. 2. და აჰა ესერა იყო ვინმე კაცი წყლით მანკიერი წინაშე მისსა. 3. მიუგო იესუ და ჰრქუა სჯულის-მოძღუართა მათ და ფარისეველთა: უკუეთუ ჯერ-არს შაბათსა განკურნებაჲ? 4. ხოლო იგინი დუმნეს. და მოიყვანა კაცი იგი, განკურნა და განუტევა. 5. და ჰრქუა მათ: ვისი თქუენგანისაჲ შვილი გინა ჴარი შთავარდეს ჯურღმულსა, არა-მე მეყსეულად აღმოიქუას იგი დღესა შაბათსა? 6. და ვერარაჲ მიუგეს მას ამისთჳს.

უფალმა თუმცა იცოდა ფარისეველთა გახრწნილება, მაინც შედიოდა მათ სახლებში. შედიოდა იმიტომ, რომ ზრუნავდა მათი სულების სარგებელზე, ვინაიდან მათ, რომ მოესურვებინათ შეეძლოთ მიეღით სარგებელი თავისთვის მისი სიტყვებიდან და სწავლებიდანაც და სასწაულთა გამოვლენიდანაც. ამიტომ, როდესაც წარმოსდგა შუაში „კაცი წყლით მანკიერი“, უფალი უყურებდა არა იმას, რომ არ ეცდუნებინა ისინი, არამედ იმას, რომ შემწეობა აღმოეჩინა ადამიანისთვის, როდესაც , რომელიც მკურნალობას საჭიროებდა. ვიანიდან იქ, სადაც დიდი სარგებლის მიღებაა შესაძლებელი, ჩვენ აღარ უნდა ვიზრუნოთ...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის