მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 17:25

24. რამეთუ ვითარცა ელვაჲ რაჲ ელავნ ქუეშე ცისაჲთგან, ვიდრე ქუეშე ცისამდე ბრწყინავნ, ესრეთ იყოს ძე კაცისაჲ დღეთა მისთა.25. ხოლო პირველად ჯერ-არს მისა ფრიად ვნებად და შეურაცხ-ყოფად ნათესავისა ამისგან.26. და ვითარცა-იგი იყო დღეთა მათ ნოესთა, ეგრეთ იყოს დღეთა მით ძისა კაცისათა:
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 17
25. ხოლო პირველად ჯერ-არს მისა ფრიად ვნებად და შეურაცხ-ყოფად ნათესავისა ამისგან.
ლუკას სახარების განმარტება თავი მეჩვიდმეტე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

[თ. 17; 1-3]

1. ჰრქუა იესუ მოწაფეთა თჳსთა: შეუგვანებელ არს საცთურისა არა მოსლვაჲ, ხოლო ვაჲ, ვისგან მოვიდეს! 2. უადვილეს არს მისა, უკუეთუმცა ლოდი ვირით საფქველისაჲ ზედა ედვა ქედსა მისსა და შთავრდომილ იყო ზღუასა, ვიდრე არა დაბრკოლებად ერთსა ამას მცირეთაგანსა. 3. არამედ ეკრძალენით თავთა თქუენთა. უკუეთუ შეგცოდოს შენ ძმამან შენმან, შეჰრისხენ მას; და უკუეთუ შეინანოს, მიუტევე მას.

რამდენადაც ვერცხლისმოყვარე ფარისეველნი დრტვინავდნენ უფალზე იმის გამო, რასაც იგი არამომხვეჭელობაზე ამბობდა, ამიტომაც მან ჯერ თქვა იგავი მდიდარსა და ლაზარეზე, უჩვენა რა მისი მეშვეობით, თუ როგორი სასჯელი ელოდებათ მათ სიმდიდრისადმი მიჯაჭვულობის გამო; შემდეგ კი თავის საუბარს მოწაფეთადმი მიმართავს თავად ფარისეველთა შესახებ, რომ ისინი წარმოქმნიან საცდურებს და სხვებს ღმრთაებრივი გზისგან აბრკლებენ და რომ ამისათვის მათ „ვაება“ ხვდებათ წილად. ნახე, რას ამბობს იგი. „შეუგვანებელ არს საცდურისა არა მოსვლაი, ხოლო ვაი, ვისგან მოვიდეს“, ანუ შეუძლებელია, რომ არ მოვიდნენ საცდურნი ანდა დაბრკოლებანი კეთილსა და ღმრთისმოყვარე ცხოვრებაში. ვინაიდან ადამიანთა ბოროტების...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის