მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 19:10

9. ჰრქუა მას იესუ: დღეს იქმნა ცხორებაჲ სახლისაჲ ამის, რამეთუ ესეცა შვილი აბრაჰამისი არს.10. რამეთუ მოვიდა ძე კაცისაჲ მოძიებად და ცხორებად წარწყმედულისა.11. და ვითარცა ესმოდა ესე ერსა მას, შესძინა და თქუა იგავი ამისთჳს, რამეთუ მოახლებულ იყო იგი იერუსალჱმსა, და ჰგონებდეს იგინი, ვითარმედ მეყსეულად გამოჩნდეს სასუფეველი ღმრთისაჲ.
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 19
10. რამეთუ მოვიდა ძე კაცისაჲ მოძიებად და ცხორებად წარწყმედულისა.
ლუკას სახარების განმარტება თავი მეცხრამეტე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

[თ. 19. მ. 1-10]

1. და შევიდა და განვიდოდა იერიქოჲთ. 2. და აჰა ესერა კაცი ვინმე, და სახელი მისი ზაქე, და იყო იგი მთავარი მეზუერეთაჲ, და ესე იყო მდიდარ ფრიად. 3. და უნდა ხილვაჲ იესუჲსი, ვინ-ძი არს, და ვერ უძლო ხილვად ერისა მისგან, რამეთუ ჰასაკითა იყო მცირე. 4. და წარრბიოდა წინა და აღჴდა ლეღუსულელსა, რაჲთა იხილოს იგი, რამეთუ მიერ წარსლვად იყო. 5. და მოვიდა ადგილსა მას, მიხედა იესუ და ჰრქუა მას: ზაქე, ისწრაფე და გარდამოჴედ, რამეთუ დღეს სახლსა შინა შენსა ჯერ-არს ჩემი ყოფაჲ. 6. და ისწრაფა და გარდამოჴდა და შეიყვანა იგი სიხარულით. 7. და იხილეს ყოველთა და დრტჳნვიდეს და იტყოდეს, ვითარმედ: ცოდვილისა კაცისა თანა შევიდა დადგომად. 8. აღდგა ზაქე და ჰრქუა უფალსა: აჰა, უფალო, ზოგი ნაყოფთა ჩემთაჲ მივსცე გლახაკთა; და უკუეთუ ვისმე ცილი დავსდევ, მივაგო ოთხი წილი. 9. ჰრქუა მას იესუ: დღეს იქმნა ცხორებაჲ სახლისაჲ ამის, რამეთუ ესეცა შვილი აბრაჰამისი არს. 10. რამეთუ მოვიდა ძე კაცისაჲ მოძიებად და ცხორებად წარწყმედულისა.

უფალი სტაცებს ყველაზე უფრო მტკიცე ჭურჭელს ეშმაკს და არღვევს მის ქალაქებს. ვინაიდან იხილე, რომ მან არა მხოლოდ მეზვერენი დაიმოწაფა,...

სრულად ნახვა
სიტყვა ლბ-სა კვირიკესა ზედა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

რქვა მას იესო: დღეს იქმნა ცხოვრება სახლისა ამის, რამეთუ ესეცა შვილი აბრაამისი არს. რამეთუ მოვიდა ძე კაცისა მოძიებად და ცხოვრებად წარწყმედულისა (ლუკ. ით; თ, ი).

უფალი ჩვენი იესო ქრისტე მოვიდა სოფლად მისთვის, რათა მოიძიოს, მოაქციოს და აცხოვნოს კაცი ცოდვილი და წარწყმედული. დღეს წარკითხულითა სახარებითგან გვესმა, ვითარ აღასრულებდა იგი საქმესა ამას. იყო კაცი ვინმე სახელითა ზაქე, მთავარი მეზვერეთა და ფრიად მდიდარი. საგულისხმო არს, რომელ სიმდიდრე მისი არ იყო შეძინებულ სიმართლითა. უკეთუ სხვანიცა მეზვერენი იყვნენ ცოდვილნი და უმართლონი, ცხად არს, რომელ მთავარი მათი იქმნებოდა უუცოდვილეს მათზე; გარნა სჩანს, რომ სინიდისი მისი არა იყო სრულიად დაბნელებულ; სჩანს, რომ მას ამძიმებდა ტვირთი ცოდვათა მისთა და გული ეტყოდა მას, როგორმე განთავისუფლდეს ამ ტვირთისაგან. დიდი ხანია სურდა მას ხილვა უფლისა და სმენა მოძღვრებისა მისისა. ერთ-გზის ოდესცა მაცხოვარი გამოვიდა იერიქოთ და, გარემოცული სიმრავლითა ერისათა, მიდიოდა გზასა ზედა, ზაქემ განიზრახა ხილვა მისი; გარნა ვინაითდან იყო დაბალი ტანითა, ვერ მიეახლა მას სიმრავლისა გამო ერისა; ამისთვის მირბოდა წინა და...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის