მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 2:1

1. და იყო მათ დღეთა შინა გამოჴდა ბრძანებაჲ აგჳსტოს კეისრისაგან აღწერად ყოვლისა სოფლისა.2. ესე აღწერაჲ პირველი იყო მთავრობასა ასურეთს კჳრინესსა.
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 2
1. და იყო მათ დღეთა შინა გამოჴდა ბრძანებაჲ აგჳსტოს კეისრისაგან აღწერად ყოვლისა სოფლისა.
ლუკას სახარების განმარტება თავი მეორე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

[თ. 2; მ. 1-7]

1. და იყო მათ დღეთა შინა გამოჴდა ბრძანებაჲ აგჳსტოს კეისრისაგან აღწერად ყოვლისა სოფლისა. 2. ესე აღწერაჲ პირველი იყო მთავრობასა ასურეთს კჳრინესსა. 3. და წარვიდოდეს ყოველნი აღწერად კაცად-კაცადი თჳსსა ქალაქსა. 4. აღმოვიდა იოსებცა გალილეაჲთ, ქალაქით ნაზარეთით, ჰურიასტანად, ქალაქად დავითისა, რომელსა ჰრქჳან ბეთლემ, რამეთუ იყო იგი სახლისაგან და ტომისა დავითისა, 5. აღწერად მარიამის თანა, რომელი მოთხოვილ იყო მისა, და იყო იგი მიდგომილ. 6. და იყო ვიდრე იყვნესღა იგინი მუნ, აღივსნეს დღენი იგი შობისა მისისანი. 7. და შვა ძე იგი მისი პირმშოჲ და შეხჳა იგი სახუევლითა და მიაწვინა იგი ბაგასა, რამეთუ არა იყო მათა ადგილ სავანესა მას.

აღწერა მიმდინარეობდა იმისთვის, რომ როდესაც ყველა თავის სამშობლოში დაბრუნდებოდა, ქალწულიც წასულიყო ბეთლემში, თავის სამშობლოში, ამრიგად, უფალი ბეთლემში შობლიყო და აღსრულებულიყო წინასწარმეტყველება. როდესაც ერთარსება ღმერთმა ინება აღეკვეთა მრავალღმერთიანობა, მართებული იყო ემეფა მხოლოდ ერთ მეფეს - კეისარს. ყველასთან ერთან აღწერას ქრისტეც ექვემდებარება. უფალს მართებდა კიდეც მთელ სამყაროსთან ერთად აღწერილიყო,...

სრულად ნახვა
თავი ი̂ე. ვითარმედ ურწმუნოებისაგან იქმნა დაცემაჲ მათი, უმეცრებისათჳს სიმართლესა ღმრთისასა, რამეთუ არა დაემორჩილნეს იგინი მადლსა მას ქადაგებისასა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ვითარცა წერილ არს: ვითარ შუენიერ არიან ფერჴნი მახარებელთა მათ მშჳდობისათანი, რომელნი ახარებენ კეთილსა! (10,15).:

...იერ არიან ფერჴნი მახარებელთა მათ მშჳდობისათანი, რომელნი ახარებენ კეთილსა! (10,15).

თარგმანი: აჰა განმიცხადებიეს, ვითარმედ: მოვლინებულ ვარო, მოციქული იტყჳს, მახარებელად მშჳდობისა და კეთილისა; მშჳდობისა მის, რომელი ღმრთისა მიერ განჴორციელებულისა კაცთა მოეცა, რომლისათჳს ანგელოზნიცა ჴმობდეს: "ქუეყანასა ზედა მშჳდობაჲ" (). ამისთჳს მიმოვვლი ყოველგან, რაჲთა უქადაგო კაცთა ძალი კეთილთა მათ მიუთხრობელთაჲ. ვინაჲცა, რომელნი-ეგე ურწმუნო ხართ, არა ჩემდა ურწმუნო ხართ, ჵ ჰურიანო, არამედ ესაიაჲსსა, პირველ მრავალთა წელთა მაუწყებელისა, ვითარმედ მოვივლინნეთ და ვქადაგოთ, რასა-ესე აწ ვქადაგებთ.

მოციქულისაჲ: არამედ არა ყოველთა ისმინეს სახარებისაჲ მის, რამეთუ ესაია იტყჳს: "უფალო, ვის-მე ჰრწმენა სასმენელი ჩუენი?" აწ უკუე სარწმუნოებაჲ სამე სმენისაგან არს, ხოლო სმენაჲ — სიტყჳთა ღმრთისაჲთა (10,16-17).

თარგმანი: რომელთანი-იგი ზემო ფერჴნი შეიმკვნეს სახარებითა მით მშჳდობისაჲთა, რაჲთა არავის უკჳრდეს, თუ რაჲსათჳს არა ყოველთა ჰრწმენა ღმრთივ მოვლინებული იგი ქადაგებაჲ მათი, ამისთჳს მისვე ესაიაჲს მიერ შემოიღებს სიტყუასა წინამოსწავებისასა. და ამითცა ჯერითა გულსავსე ჰყოფს მსმენელთა, ვითარმედ ღმერთი არაოდეს დაჰჴსნის თჳთმფლობელობასა კაცთასა, არცა ვის იძულებით მიიყვანებს მორჩ...

სრულად ნახვა
თავი გ̂. ქრისტეს მიერ გამოჴსნისათჳს და დაბადებისა და განახლებისა, შეერთებითა ღმრთეებისაჲთა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: მშჳდობა ყო სისხლითა მით ჯუარისა მისისაჲთა მის მიერ, გინა თუ ქუეყანასა ზედა, გინა თუ ცათა შინა (1,20).:

...ენისაჲ დაჯდომად ზეცათა შინა, რომლისა ხილვითა განიხარეს ზეცისათა და მეგობარ ჩუენდა იქმნნეს, რამეთუ უკუეთუ ერთისათჳს ცოდვილისა დიდსა სიხარულსა ჰყოფენ, რაჟამს მოიქცეს, რაოდენ უფროჲს ყოვლისათჳს ბუნებისა კაცთაჲსა განმხიარულებულნი ჴმობდეს: "დიდებაჲ მაღალთა შინა ღმერთსა, ქუეყანასა ზედა მშჳდობაჲ და კაცთა შორის სათნოებაჲ!" () ამიერ ცხად არს, ვითარმედ ანგელოზნი არა დამაგებელნი, არამედ მოხარულნი ოდენ არიან დაგებასა ჩუენსა ზედა, რომელი ყო ზოგადმან მეუფემან ყოველთამან — ქრისტემან ღმერთმან.

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი იე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ღმერთი არავინ სადა იხილა“ (1,18).:

...სა თჳთოეული, ვითარცა შემძლებელ იყო; თუ არა, ვითარცა არს ღმერთი, არა თუ წინაჲსწარმეტყუელთა, არამედ არცა თუ ანგელოზთა და მთავარანგელოზთა უხილავს. არამედ უკუეთუ ჰკითხო მათ ბუნებისა მისისათჳს, არარაჲ გესმეს მისთჳს, გარნა ესე, ვითარმედ: „დიდებაჲ მაღალთა შინა ღმერთსა, ქუეყანასა ზედა მშჳდობაჲ, და კაცთა შორის სათნოებაჲ“.

და უკუეთუ ქერობინთაგან ანუ სერაბინთა ინებო ცნობად, კუალად წმიდა არსისა იგი საიდუმლოჲ გესმეს, ვითარმედ: „სავსე არიან ცანი და ქუეყანაჲ დიდებითა მისითა“, და უკუეთუ უზეშთაესთარე ძალთა ჰკითხო, ყოველთა მიერ ქებაჲ ოდენ გესმეს მისი, რამეთუ იგი არს საქმე მათი. ხოლო ხილვად მისა ვერ ძალ-უც, გარნა ძჱ და სული წმიდაჲ ჰხედვენ მას, რამეთუ ყოველმანვე ბუნებამან დაბადებულთამან ვერ უძლოს ხილვად დაუბადებელისა მის; რამეთუ უკუეთუ უჴორცოთა ბუნებასა, რომელნი დაბადებულნივე არიან, ვერ შემძლებელ ვართ ხილვად განცხადებულად, და ესე მრავალგზის გამოჩინებულ არს ანგელოზთა მიერ, მაშა უჴორცოჲ იგი დაუბადებელი ბუნებაჲ ვითარმცა ვინ იხილა? ამისთჳსცა პავლე იტყჳს, ვითარმედ: „რომელი არავინ იხილა, ვერცა ხილვად შემძლებელ არს“. გარნა რასა იტყჳთ, ნუუკუე მამასა ოდენ აქუსა ესე...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და დასდვეს თავსა ზედა მისსა ბრალად მისა დაწერილი: ესე არს იესუ, მეუფჱ ჰურიათაჲ. მაშინ ჯუარს-აცუნეს მის თანა ორნი ავაზაკნი: ერთი მარჯუენით მისა და ერთი მარცხენით. ხოლო თანაწარმავალნი იგი ჰგმობდეს მას, ყრიდეს თავთა მათთა და იტყოდეს: ეჰა რომელი დაჰჴსნიდ ტაძარსა მას და მესამესა დღესა აღაშენებდ, იჴსენ აწ თავი თჳსი; უკუეთუ ძე ხარ ღმრთისაჲ, გარდამოჴედ მაგიერ ჯუარით! ეგრეთვე მღდელთმოძღუარნი იგი ემღერდეს მწიგნობართა თანა და ხუცესთა და იტყოდეს: სხუანი აცხოვნნა, თავი თჳსი ვერ ძალ-უცა ცხოვნებად? უკუეთუ მეუფე ისრაჱლისაჲ არს, გარდამოჴედინ აწ მაგიერ ჯუარით. უკუეთუ ესვიდა ღმერთსა, იჴსენინ იგი, უკუეთუ ჰნებავს იგი, რამეთუ თქუა: ძე ღმრთისაჲ ვარი მე. ეგრეთვე ავაზაკნი იგი, მის თანა ჯუარცუმულნი, აყუედრებდეს მას“ (27,37-44).:

...უფალმან ტყუე სიონისაჲ, და ვიყვენით ჩუენ ნუგეშინისცემულ. მაშინ აღივსო პირი ჩუენი სიხარული-თა, და ენაჲ ჩუენი - გალობითა“. ხოლო ანგელოზნი და ყოველნი ზეცისა მჴედრობანი ღაღადებდეს: „დიდებაჲ მაღალთა შინა ღმერთსა, ქუეყანასა ზედა მშჳდობაჲ, და კაცთა შორის სათნოებაჲ“. და ყოველნივე იხარებდეს ძლევასა მას ზედა სიკუდილისასა.

ხოლო მძლავრი იგი და მბრძოლი ყოველთაჲ შეკრული ჴელითა და ფერჴით მდებარე იყო; და ყოველნი განკჳრვებულ იყვნეს, თუ ვითარ მეყსა შინა იქმნა დიდი იგი საკჳრველი, რომელ სიკუდილითა სიკუდილი შეიმუსრა, და ჯუარითა ესევითარი ვეშაპი პყრობილ იქმნა, და ჯოჯოხეთი წარმოიტყუენა. ხოლო უბადრუკი იგი ოდენ გოდებდა და კბილთა იღრჭენდა სულთა მათ ზედა, რომელნი განერნეს ჴელთაგან მისთა, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: „ცოდვილმან იხილოს და განრისხნეს, კბილთა თჳსთა იღრჭენდეს, დადნეს, და გულისთქუმაჲ ცოდვილთაჲ წარწყმდეს“.

იღრჭენდა კბილთა და ინანდა, რომელ ყოვლადვე იკადრა მაცხოვრისა ბრძოლად. რამეთუ პირველ ებრძოლა წმიდათა და არარაჲ ესევითარი შეემთხჳა. აბელი მოკლა, ესაია განხერხა, იერემია ტანჯა, იობი გამოცადა და სხუანი ყოველნი მამათმთავარნი, და არა იძლია.

ხოლო იკ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ჲჱ ცხორებისათჳს მონაზონთაჲსა, ვითარ პატიოსან არს და უმჯობეს სოფლიოჲსა მის წარმავალისა:

...სა ზედა და ზოგად ყოველთა ზედა.

ხოლო მე ზემო ვთქუ, ვითარმედ საქმე უპყრიეს, რაჲ-იგი აქუნდა ადამს სამოთხესა შინა, გარნა აწ ამას გკითხავ: რაჲთა განყოფილ არს ანგელოზთაგან ესევითარი იგი კრებული, რომელნი დაუცადებელად ადიდებენ ღმერთსა: „დიდებაჲ მაღალთა შინა ღმერთსა, და ქუეყანასა ზედა მშჳდობაჲ, და კაცთა შორის სათნოებაჲ!“ ჭეშმარიტად მობაძავნი არიან უჴორცოთა ანგელოზთანი კაცნი იგი ჴორციელნი.

ხოლო რაჟამს გალობაჲ იგი საღმრთოჲ აღასრულონ, მერმე მუჴლთა მოიდრეკენ და ვედრებასა შესწირვენ ღმრთისა; ხოლო ვედრებაჲ მათი არა არს ცუდთა რაჲმე და ამაოთა საქმეთათჳს, არამედ ამას ევედრებიან, რაჲთა ღირს იქმნენ კადნიერებით დადგომად წინაშე საყდართა დიდებისათა, ოდეს-იგი მოვიდეს განკითხვად ცხოელთა და მკუდართა მხოლოდშობილი ძე ღმრთისაჲ, და რაჲთა არავის მათგანსა ესმას ჴმაჲ იგი საშინელი: „წარვედით ჩემგან, არა გიცნი თქუენ“. კუალად ევედრებიან, რაჲთა სიწმიდი-თა გონებისაჲთა და სიმრავლითა სათნოებათაჲთა განვლონ ზღუაჲ ესე ამის ცხორებისაჲ და ღირს იქმნენ მიწევნად ნავთსაყუდელსა მას ზეცისა სასუფეველისასა. და წინაუძღჳს ვედრებისა მის მამაჲ და მოძღუარი, რაჲთა ყოველივე საქმე მათი წესიერ იყოს. და აღასრულნიან რაჲ წმიდანი იგი ლოცვა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი კე
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ კე ვითარმედ ჯერ-არს მარადის მადლობაჲ ღმრთისაჲ:

...და ჩუენცა ეგრეთვე გჳბრძანებს ყოფად, რაჲთა ჭეშმარიტისა მის სიყუარულისა მიერ ქუეყანისაგან ზეცად ავმაღლდეთ და ანგელოზთა მობაძავ ვიქმნეთ, რამეთუ იგინიცა ჩუენ ზედა ქმნილთა კეთილთათჳს განწყობილნი მადლობასა შესწირვიდეს ღმრთისა და იტყოდეს: „დიდებაჲ მაღალთა შინა ღმერთსა, ქუეყანასა ზედა მშჳდობაჲ, და კაცთა შორის სათნოებაჲ!“ და არა თქუეს, ვითარმედ: რაჲ არს ჩუენი საქმესა ამას შინა, რომელნი-ესე არა ქუეყანისანი ვართ, არცა კაცთა თანა შერაცხილ? არამედ უმეტესადღა მხიარულ იყვნეს, ვითარმცა იტყოდეს, ვითარმედ: ჩუენი არს კეთილი ესე ჩუენ თანამონათაჲ მათ, რამეთუ ესრეთ ბრძანებულ არს ჩუენდა სიყუარული მათი, ვიდრეღა კეთილნი მათნი თჳსად შეგჳრაცხიან. ეგრეთვე ნეტარი პავლე მარადის ყოვლისა სოფლისათჳს შესწირავს მადლობასა. ამისთჳს ჩუენცა მარადის ვჰმადლობდეთ მას ჩუენთჳსცა და მოყუასთათჳს, აურაცხელთა მათ კეთილთა მისთა ზედა, დიდთა და მცირეთა, და უფროჲსად არარაჲ არს მის მიერ მოცემული მცირე, არამედ ყოველნივე კეთილნი მისნი დიდ არიან და დიდებულ.

და რაჲთა სხუათა მათ თანაწარვჰჴდე, რომელნი უმრავლეს არიან ქჳშისა, ესე ხოლო ვაჴსენო: რაჲმცა სწორ იყო ჩუენთჳს ქმნილისა მის განგებულებისა მისისა, ვითარ მხოლოდშობილი ძე მისი ჩუენთჳს სიკუდილად მოავლინა, ჩუენთჳს - მტერთა ამათ და განდგომილთა; და...

სრულად ნახვა