მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 2:10

9. და აჰა ანგელოზი უფლისაჲ დაადგრა მათ ზედა, და დიდებაჲ უფლისაჲ გამოუბრწყინდა მათ, და შეეშინა მათ შიშითა დიდითა.10. და ჰრქუა მათ ანგელოზმან მან უფლისამან: ნუ გეშინინ, რამეთუ აჰა ესერა გახარებ თქუენ სიხარულსა დიდსა, რომელი იყოს ყოვლისა ერისა:11. რამეთუ იშვა დღეს თქუენდა მაცხოვარი, რომელ არს ქრისტე უფალი, ქალაქსა დავითისსა.
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 2
10. და ჰრქუა მათ ანგელოზმან მან უფლისამან: ნუ გეშინინ, რამეთუ აჰა ესერა გახარებ თქუენ სიხარულსა დიდსა, რომელი იყოს ყოვლისა ერისა:
ლუკას სახარების განმარტება თავი მეორე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

[თ. 2; მ. 1-7]

1. და იყო მათ დღეთა შინა გამოჴდა ბრძანებაჲ აგჳსტოს კეისრისაგან აღწერად ყოვლისა სოფლისა. 2. ესე აღწერაჲ პირველი იყო მთავრობასა ასურეთს კჳრინესსა. 3. და წარვიდოდეს ყოველნი აღწერად კაცად-კაცადი თჳსსა ქალაქსა. 4. აღმოვიდა იოსებცა გალილეაჲთ, ქალაქით ნაზარეთით, ჰურიასტანად, ქალაქად დავითისა, რომელსა ჰრქჳან ბეთლემ, რამეთუ იყო იგი სახლისაგან და ტომისა დავითისა, 5. აღწერად მარიამის თანა, რომელი მოთხოვილ იყო მისა, და იყო იგი მიდგომილ. 6. და იყო ვიდრე იყვნესღა იგინი მუნ, აღივსნეს დღენი იგი შობისა მისისანი. 7. და შვა ძე იგი მისი პირმშოჲ და შეხჳა იგი სახუევლითა და მიაწვინა იგი ბაგასა, რამეთუ არა იყო მათა ადგილ სავანესა მას.

აღწერა მიმდინარეობდა იმისთვის, რომ როდესაც ყველა თავის სამშობლოში დაბრუნდებოდა, ქალწულიც წასულიყო ბეთლემში, თავის სამშობლოში, ამრიგად, უფალი ბეთლემში შობლიყო და აღსრულებულიყო წინასწარმეტყველება. როდესაც ერთარსება ღმერთმა ინება აღეკვეთა მრავალღმერთიანობა, მართებული იყო ემეფა მხოლოდ ერთ მეფეს - კეისარს. ყველასთან ერთან აღწერას ქრისტეც ექვემდებარება. უფალს მართებდა კიდეც მთელ სამყაროსთან ერთად აღწერილიყო,...

სრულად ნახვა
ჰომილია 2
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2.:

...რადგან თუ ახლანდელი სირცხვილითა და შეურაცხყოფით არის სავსე, მომავალი ასეთი არ არის; ხოლო სახარება მომავალთა შესახებ არის და არა ახლანდელთა შესახებ. მაშ როგორ თქვა ანგელოზმა: „აჰა ესერა გახარებ თქუენ სიხარულსა დიდსა... რამეთუ იშვა დღეს თქუენდა მაცხოვარი“ ()? იმიტომ, რომ შობის შემდეგ ის სწორედ ეს უნდა გამხდარიყო; რადგან როგორც კი იშვა, იმავე წამს ნიშნებს არ აღასრულებდა. ამბობს: „სახარებისა მისებრ დიდებისა ნეტარისა ღმრთისა“ (). დიდებისა: ან ღვთის მსახურებას გულისხმობს, ან იმას, რომ თუ ახლანდელი ყოველივე მისი დიდებით არის აღვსებული, მით უმეტეს მომავალი; როცა აღსრულდება ნათქვამი: „ვიდრემდის დავსხნე მტერნი შენნი ქუეშე ფერჴთა შენთა“ (); როცა აღარ იქნება არაფერი წინამდგომი; როცა მართალნი იხილავენ ყველა იმ ნეტარ სიკეთეს, „რომელი თუალმან არა იხილა, და ყურსა არა ესმა, და გულსა კაცისასა არა მოუჴდა“ ()....

სრულად ნახვა