მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 2:23

22. რაჟამს აღესრულნეს დღენი იგი განწმედისა მათისანი სჯულისა მისებრ მოსესისა, აღმოიყვანეს ყრმაჲ იგი იერუსალჱმდ წარდგინებად წინაშე უფლისა,23. ვითარცა დაწერილ არს სჯულსა უფლისასა, რამეთუ: ყოველმან წულმან რომელმან განაღოს საშოჲ, წმიდა უფლისა ეწოდოს;24. და მიცემად შესაწირავი, ვითარცა თქუმულ არს სჯულსა უფლისასა, ორნი გურიტნი ანუ ორნი მართუენი ტრედისანი.
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 2
23. ვითარცა დაწერილ არს სჯულსა უფლისასა, რამეთუ: ყოველმან წულმან რომელმან განაღოს საშოჲ, წმიდა უფლისა ეწოდოს;
ლუკას სახარების განმარტება თავი მეორე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

[თ. 2; მ. 1-7]

1. და იყო მათ დღეთა შინა გამოჴდა ბრძანებაჲ აგჳსტოს კეისრისაგან აღწერად ყოვლისა სოფლისა. 2. ესე აღწერაჲ პირველი იყო მთავრობასა ასურეთს კჳრინესსა. 3. და წარვიდოდეს ყოველნი აღწერად კაცად-კაცადი თჳსსა ქალაქსა. 4. აღმოვიდა იოსებცა გალილეაჲთ, ქალაქით ნაზარეთით, ჰურიასტანად, ქალაქად დავითისა, რომელსა ჰრქჳან ბეთლემ, რამეთუ იყო იგი სახლისაგან და ტომისა დავითისა, 5. აღწერად მარიამის თანა, რომელი მოთხოვილ იყო მისა, და იყო იგი მიდგომილ. 6. და იყო ვიდრე იყვნესღა იგინი მუნ, აღივსნეს დღენი იგი შობისა მისისანი. 7. და შვა ძე იგი მისი პირმშოჲ და შეხჳა იგი სახუევლითა და მიაწვინა იგი ბაგასა, რამეთუ არა იყო მათა ადგილ სავანესა მას.

აღწერა მიმდინარეობდა იმისთვის, რომ როდესაც ყველა თავის სამშობლოში დაბრუნდებოდა, ქალწულიც წასულიყო ბეთლემში, თავის სამშობლოში, ამრიგად, უფალი ბეთლემში შობლიყო და აღსრულებულიყო წინასწარმეტყველება. როდესაც ერთარსება ღმერთმა ინება აღეკვეთა მრავალღმერთიანობა, მართებული იყო ემეფა მხოლოდ ერთ მეფეს - კეისარს. ყველასთან ერთან აღწერას ქრისტეც ექვემდებარება. უფალს მართებდა კიდეც მთელ სამყაროსთან ერთად აღწერილიყო,...

სრულად ნახვა
სიტყვა მირქმის ანუ მიგებების დღესასწაულსა ზედა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

აღმოიყვანეს ყრმა იგი იერუსალიმად, დადგინებად წინაშე უფლისა, ვითარცა წერილ-არს სჯულისა უფლისასა (ლუკა 2, 22-23).

თუმცა მთელი ცხოვრება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, ყოველი მისი სიტყვა, თითოეული ნაბიჯი, იყო დიდი, ამაღლებული, ღვთაებრივი, სახე და მაგალითი წმინდა ცხოვრებისა, გარნა წმინდამან ეკკლესიამან ქრისტეს ცხოვრებისაგან გამოარჩია მხოლოდ რაოდენიმე, უმეტესად შესანიშნავნი და აღმაშენებელნი, და სავსენი სწავლითა და ღვთაებრივითა მაგალითითა გარემოებანი ანუ შემთხვევანი, მაგალითად: მისი შობა, ნათლის-ღება, ფერისცვალება, ამაღლება და სხვა, და დააწესა, ანუ განაჩინა მათთვის საკუთარნი დღენი დღესასწაულად ერთი ამის მსგავსთაგანი შემთხვევა იესო ქრისტეს ცხოვრებისაგან იყო მირქმა, ანუ მიგებება ჩჩვილისა იესოსი ტაძარსა შინა სვიმეონ მართლისა: აღმოიყვანეს ყრმა იგი იერუსალიმად, წარდგინებად წინაშე უფლისა... და მან, სვიმეონმან მიირქვა მკლავთა თვისთა ზედა და აკურთხევდა ღმერთსა.

რით არის შესანიშნავი ესე გარემოება, რას გვასწავლის, რა მაგალითს და დარიგებას გვაძლევს ეს შემთხვევა? იგი გვასწავლის ჩვენ ქრისტიანეთა, რა მტკიცედ და ერთგულად, და რა სასოებით უნდა...

სრულად ნახვა
მოძღვრება, თქმული თებერვლის ბ-სა მირქმაზედ და სოფლის ფარცხანაყანევის ეკკლესიის კურთხევაზედ
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

ძმანო მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო!

დღეს ჩვენ, ქრისტიანეთა აქა მდგომარეთა, გვაქვს ორი დღესასწაული: პირველად, საზოგადო ყოველთა ქრისტიანეთათვის დღესასწაული, ესე იგი მირქმა, ანუ მიგებება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი სვიმონ მართლისაგან ტაძარსა შინა იერუსალიმისასა; მეორედ, საკუთარი თქვენი დღესასწაული, ესე იგი ენკენიანობა, ანუ კურთხევა წმიდისა ამის, ახლად თქვენგან აღგებულისა, ეკკლესიისა. აწ, შეწევნითა ღვთისათა, ვსთქვათ რაოდენიმე სიტყვა ამ ორთავე დღესასწაულისათვის. ესე იგი, პირველად, შევიტყოთ, რა არის მირქმა, როგორ იქმნა, ანუ რა შემთხვევა იყო იგი, რომელსა ჩვენ უწოდებთ მირქმად და მეორედ, რა არის ეკლესია და რისთვის ვაკურთხეთ ჩვენ დღეს ეს შენობა.

რა არის მირქმა? ვგონებ გაგიგონიათ თქვენც ყოველთა და იცით, რომელ უფალი ჩვენი იესო ქრისტე იშვა ურისტანს ქალწულისაგან მარიამისაგან; გარნა იგი უფალი არა მსწრაფლ და მოულოდნელად მოვიდა ქვეყანასა ზედა, არამედ დიდი ხნითგან იტყოდენ მოსვლასა მისსა წინასწარმეტყველნი, ასი და ათასი წელიწადი მოელოდენ მრავალნი ტომნი ქვეყანისანი მხსნელსა და მაცხოვნებელსა მათსა. პირველი აღთქმა მოსვლისა და განკაცებისა მაცხოვარისა...

სრულად ნახვა
სიტყვა მიგებების დღესასწაულისა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

მართლმადიდებელნო ძმანო ქრისტიანენო!

დღეს, ძმანო მართლმადიდებელნო ქრისტიანენო, ვითარცა უწყებულ არს თქვენდამი, ჩვენ ვდღესასწაულობთ მირქმასა, ანუ მიგებებასა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესა მოხუცებულის სვიმეონ მართლისაგან. ძველს სჯულში იყო დაწესებული, რომელ მეორმოცეს დღესა, მშობელნი პირმშოსა თვისსა შვილსა მიიყვანდნენ ტაძრად და შესწირვიდენ ღმერთსა, ვინც მდიდარი იყო მდიდარსა შესაწირავსა და ღარიბი კაცი ორსა მტრედის მართვესა. ეს სჯული აღასრულეს მშობელთა იესო ქრისტესა. როდესაც განვიდა ორმეოცი დღე შემდგომად იესო ქრისტეს შობისა, მიიყვანეს იგი ტაძრად. ილოცეს და შესწირეს ღარიბის კაცისათვის დადებული შესაწირავი, რადგან ისინი იყვნენ ღარიბნი, ორნი მართვენი ტრედისანი. როდესაც ყოვლადწმიდა მარიამი და იოსები შევიდნენ ტაძარში, მიეგება მათ ერთი უკიდურესსა მოხუცებულებასა შინა მყოფი კაცი, მართალი სვიმეონ. ამას სულისა წმიდისაგან ჰქონდა გამოცხადებული, რომელ იგი არა იხილავდა გემოსა სიკვდილისასა, ვიდრემდის თვალითა თვისითა არ ნახვიდა მაცხოვარსა სოფლისასა, იესო ქრისტესა. მან მიიღო ჩჩვილი იესო მკლავთა ზედა თვისთა, აკურთხა ღმერთი, დალოცა მშობელნი მისნი და ბოლოს...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის