მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 2:5

4. აღმოვიდა იოსებცა გალილეაჲთ, ქალაქით ნაზარეთით, ჰურიასტანად, ქალაქად დავითისა, რომელსა ჰრქჳან ბეთლემ, რამეთუ იყო იგი სახლისაგან და ტომისა დავითისა,5. აღწერად მარიამის თანა, რომელი მოთხოვილ იყო მისა, და იყო იგი მიდგომილ.6. და იყო ვიდრე იყვნესღა იგინი მუნ, აღივსნეს დღენი იგი შობისა მისისანი.
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 2
5. აღწერად მარიამის თანა, რომელი მოთხოვილ იყო მისა, და იყო იგი მიდგომილ.
ლუკას სახარების განმარტება თავი მეორე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

[თ. 2; მ. 1-7]

1. და იყო მათ დღეთა შინა გამოჴდა ბრძანებაჲ აგჳსტოს კეისრისაგან აღწერად ყოვლისა სოფლისა. 2. ესე აღწერაჲ პირველი იყო მთავრობასა ასურეთს კჳრინესსა. 3. და წარვიდოდეს ყოველნი აღწერად კაცად-კაცადი თჳსსა ქალაქსა. 4. აღმოვიდა იოსებცა გალილეაჲთ, ქალაქით ნაზარეთით, ჰურიასტანად, ქალაქად დავითისა, რომელსა ჰრქჳან ბეთლემ, რამეთუ იყო იგი სახლისაგან და ტომისა დავითისა, 5. აღწერად მარიამის თანა, რომელი მოთხოვილ იყო მისა, და იყო იგი მიდგომილ. 6. და იყო ვიდრე იყვნესღა იგინი მუნ, აღივსნეს დღენი იგი შობისა მისისანი. 7. და შვა ძე იგი მისი პირმშოჲ და შეხჳა იგი სახუევლითა და მიაწვინა იგი ბაგასა, რამეთუ არა იყო მათა ადგილ სავანესა მას.

აღწერა მიმდინარეობდა იმისთვის, რომ როდესაც ყველა თავის სამშობლოში დაბრუნდებოდა, ქალწულიც წასულიყო ბეთლემში, თავის სამშობლოში, ამრიგად, უფალი ბეთლემში შობლიყო და აღსრულებულიყო წინასწარმეტყველება. როდესაც ერთარსება ღმერთმა ინება აღეკვეთა მრავალღმერთიანობა, მართებული იყო ემეფა მხოლოდ ერთ მეფეს - კეისარს. ყველასთან ერთან აღწერას ქრისტეც ექვემდებარება. უფალს მართებდა კიდეც მთელ სამყაროსთან ერთად აღწერილიყო,...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ოზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო დღისა მისთჳს და ჟამისა არავინ იცის, არცა ანგელოზთა ცისათა, არცა ძემან, გარნა მამამან“ (24,36).:

...ბუნებისა მისთჳს ღმრთეებისა გულისხმის-ყოფად, და მდაბალნი - ბუნებისა მისთჳს კაცობრივისა, რომელი ჩუენისა ცხოვრებისათჳს შეიმოსა. ეგრეთვე უმეცრებისა ესე სიტყუაჲ მიაჩემოს თუ ვინ კაცებისა მისისა ბუნებასა, რომლისათჳს იტყჳს მახარებელი ლუკა: „და იესუ წარემატებოდა სიბრძნითა და ჰასაკითა და მადლითა წინაშე ღმრთისა და კაცთაო“, არა ნაკლულევან იყოს ჭეშმარიტებისაგან სიტყუაჲ იგი.

და კუალად ესეცა გულისჴმისსაყოფელ არს, ვითარმედ სიტყუაჲ ესე, თუ: „არავინ“, დაღაცათუ ჩანს, თუ სხუასა ყოველსავე განარჩევს, თჳნიერ მისა, რომლისათჳს იტყჳს, გარნა არა ესრეთ არს წმიდათა წერილთა შინა ჩუეულებაჲ მისი; რამეთუ იტყჳს: „არავინ არს სახიერ, გარნა მხოლოჲ ღმერთი“. არა თუ მუნ თავი თჳსი უფალმან გარეგან სახიერებისა დააწესა. ნუ იყოფინ! არამედ პირველი იგი მიზეზი სახიერებისაჲ მისცა მამასა, რამე-თუ ესე მრავალგზის ეთქუა, ვითარმედ ყოველივე, რაჲცა არს მამისაჲ, მისი არს. ეგრეთვე სახიერებაჲ, ვითარცა არს მამისაჲ, ეგრეთვე ძისაჲ არს. და კუალად იტყჳს: „არავინ იცის ძე, გარნა მამამან“. არა თუ მუნ უმეცრებასა წამებს სულისა წმიდისასა. ნუ იყოფინ! არამედ მუნცა პირველი მიზეზი მეცნიერებისაჲ მამისაჲ წამა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი მდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და ვიდრე იგი ეტყოდაღა ერსა მას, აჰა ესერა დედაჲ მისი და ძმანი მისნი დგეს გარე და ეძიებდეს მას სიტყუად. მაშინ ჰრქუა ვინმე მას: აჰა დედაჲ შენი და ძმანი შენნი დგანან გარეშე და უნებს რაჲმე სიტყუად შენდა. ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მეტყუელსა მას: ვინ არს დედაჲ ჩემი, ანუ ვინ არიან ძმანი ჩემნი? და მიყო ჴელი მისი მოწაფეთა მიმართ და თქუა: აჰა დედაჲ ჩემი და ძმანი ჩემნი! რამეთუ რომელმან ყოს ნებაჲ მამისა ჩემისა ზეცათაჲსაჲ, იგი არს ძმაჲ და დაჲ და დედაჲ ჩემი“ (12,46-50).:

...ნეტარ არსო, რომელმან ყოს ნებაჲ ღმრთისაჲ.

და კუალად მეორე განგებულებაჲ ამათ სიტყუათაჲ ესე იყო: რამეთუ დაღაცათუ წმიდაჲ იგი ქალწული სავსე იყო ყოვლითა სიბრძნითა და გულისჴმის-ყოფითა და იცოდა საიდუმლოჲ იგი უთესლოჲსა მის და უხრწნელისა შობისა თჳსისაჲ და, ვითარცა ლუკა იტყჳს, „დაემარხნეს ყოველნი იგი სიტყუანი გულსა თჳსსა“, არამედ ჯერეთ ჯეროვნად და ღირსად არა აქუნდა მეცნიერებაჲ ღმრთეებისა მისისაჲ ვიდრე აღდგომადმდე და ზეცად ამაღლებადმდე. ხოლო მაშინ, მი-რაჲ-ვიდა და ვიდრე იგი ეტყოდაღა ერსა მას, არა დადგა იგიცა სმენად სიტყუათა მისთა და ელოდა შემდგომად აღსრულებისა მოძღურებისა მის მერმეღა სიტყუად, არამედ მიუმცნო მას უჟამოდ, ვითარცა ჴელმწიფებით, შვილებისათჳს. ამისთჳს ესრეთ მიუგო უფალმან, რაჲთა მოიყვანოს იგი უმაღლესსა გულისჴმის-ყოფასა და ცნას, ვითარმედ არა ძე ხოლო არს მისი, არამედ მეუფეცა და ღმერთი, და გულისჴმა-ყოს, ვითარმედ არა დედობისა ხოლო მისისა ჯერ-არს მინდობაჲ, არამედ ნებისა მის საღმრთოჲსაჲ, და მცნებათა მისთა აღსრულებაჲ, და ვითარმედ თჳსებაჲ იგი სათნოებისაჲ უმეტესადღა სათნო არს მისა.

ხოლო კუალად ძეთა მათთჳს იოსებისთა, რომელთაცა თჳსებისა მისთჳსცა, რომელი აქუნდა, რამეთუ თესლისაგან და ტომისა დავითისა იყვნეს, და მათ თანა ზრდილობისა მისისათჳს ძმად მისა ე...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ი
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მათ დღეთა შინა მოვიდა იოვანე ნათლისმცემელი, ქადაგებდა უდაბნოსა ჰურიასტანისასა და იტყოდა: შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათაჲ“ (3,1-2).:

...ლესთა მიერ, ვითარმედ მოიკლა მოწყუედასა მას შინა ყრმათა ბეთლემისათა; რამეთუ დაღაცათუ იქმნა რაჲ ათორმეტის წლის, გამოაცხადა კნინოდენ თავი თჳსი ტაძარსა მას შინა, ვითარცა ლუკა იტყჳს, არამედ მეყსეულად დადუმნა და იქცეოდა კაცთა შორის, ვითარცა იგივე მახარებელი წამებს, ვითარმედ: „მოვიდა ნაზარეთად და იყო დამორჩილებულ მათა“.

ამისთჳს უკუე ჯერ-იყო, რაჲთა განცხადებისა მისისა დასაბამი ბრწყინვალე და დიდებულ იქმნას, რომლისათჳსცა მოივლინა იოვანე წინამორბედად და ქადაგად. და იწყო ქადაგებად, რაჲ-იგი არღა ასმიოდა ჰურიათა: სასუფეველისათჳს ცათაჲსა და სატანჯველთათჳს ჯოჯოხეთისათა, რომელ-ესე არავის წინაწარმეტყუელთაგანსა ეთქუა ესრეთ განცხადებულად, რამეთუ დაწყებასა მებრ ქადაგებისა მისისასა ესე ღაღატ-ყო ბრწყინვალი-თა ჴმითა: „შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათაჲ“. ხოლო სასუფეველად ცათად მოსლვასა მას უფლისასა სახელ-სდებდა, პირველსაცა და უკუანაჲსკნელსა; და ამისთჳს ესრეთ იტყოდა, რაჲთა ოდეს-იგი ვერ გულისჴმა-ჰყოფდენ ძალსა მას თქუმულთასა, ჰკითხონ, თუ რომელი არს სასუფეველი იგი ცათაჲ, რომლისა მოახლებასა გუაუწყებ, და უჩუენოს მათ ქრისტე და ჰრქუას: ესე არს, რომელსა ვქადაგებ, ესე არს სასუფეველი ცათაჲ, ესე არს მეუფე ყოველთ...

სრულად ნახვა