მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 20:4

3. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: გკითხო თქუენ მეცა სიტყუაჲ ერთი, და მითხართ მე:4. ნათლის-ცემაჲ იოვანესი ზეცით იყო ანუ კაცთაგან?5. ხოლო იგინი შეიზრახნეს ურთიერთას და იტყოდეს: უკუეთუ ვთქუათ, ვითარმედ: ზეცით იყო, მრქუას ჩუენ: რაჲსათჳს არა გრწმენა მისი?
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 20
4. ნათლის-ცემაჲ იოვანესი ზეცით იყო ანუ კაცთაგან?
ლუკას სახარების განმარტება თავი მეოცე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

[თ. 20; მ. 1-8]

1. და იყო მათ დღეთა შინა, ასწავებდა რაჲ ერსა მას და ახარებდა ტაძარსა შინა, ზედა-მიუჴდეს მღდელთ-მოძღუარნი იგი და მწიგნობარნი მოხუცებულითურთ, 2. ეტყოდეს მას და ჰრქუეს: გჳთხარ ჩუენ, რომლითა ჴელმწიფებითა ამას იქმ, ანუ ვინ მოგცა შენ ჴელმწიფებაჲ ესე? 3. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: გკითხო თქუენ მეცა სიტყუაჲ ერთი, და მითხართ მე: 4. ნათლის-ცემაჲ იოვანესი ზეცით იყო ანუ კაცთაგან? 5. ხოლო იგინი შეიზრახნეს ურთიერთას და იტყოდეს: უკუეთუ ვთქუათ, ვითარმედ: ზეცით იყო, მრქუას ჩუენ: რაჲსათჳს არა გრწმენა მისი? 6. და უკუეთუ ვთქუათ: კაცთაგან, ყოველმან ერმან ქვაჲ დამკრიბოს ჩუენ, რამეთუ სარწმუნო არს იოვანე წინაწარმეტყუელად. 7. და მიუგეს და ჰრქუეს: არა ვიცით, ვინაჲ იყო. 8. და იესუ ჰრქუა მათ: არცა მე გითხრა თქუენ, რომლითა ჴელმწიფებითა ამას ვიქმ.

უფალი, დიდებით შესული იერუსალიმში, თავისი ძალაუფლების დასამტკიცებლად აკეთებს იმას, რომ თავისი მამის სახლს წმენდს მოვაჭრეთაგან. მან ეს ქადაგების დასაწყისში გააკეთა, როგორც იოანე მახარებელი ამბობს (2, 13-18). ახლა კი იმავეს აკეთებს, მეორეჯერ. ეს იუეველთა უფრო მეტად დადანაშაულებას ემსახურება, რადგან...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და სოფელმან იგი ვერ იცნა“ (1,10).:

... და დავითისთჳს კუალად ჰურიათა ამხილებდა და იტყოდა, ვითარმედ: „დავით სულითა უფლად სახელ-სდებს მას და იტყჳს: ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა: დაჯედ მარჯუენით ჩემსა“. ; ; და კუალად მრავალსა ადგილსა მოსეს აჴსენებს მათა მიმართ, და კუალად სხუათა ყოველთა წინაჲსწარმეტყუელთათჳს მოციქული პეტრე იტყჳს, ვითარმედ: „სამოელითგან და ყოველთა წინაჲსწარმეტყუელთა იცოდეს ქრისტჱ და მოსლვასა მას მისსა ქადაგებდეს“. ხოლო იაკობს და მამასა მისსა, ვითარცა პაპსაცა, ესრეთ ეჩუენებოდა და ეტყოდა და მრავალსა კეთილსა აღუთქუმიდა მიცემად, რომელი-იგი აღასრულაცა. ხოლო ვითარ იგივე კუალად თავადი იტყოდა, ვითარმედ: „მრავალთა წინაჲსწარმეტყუელთა სწადოდა ხილვად, რომელსა ჰხედავთ თქუენ, და ვერ იხილეს, და სმენად, რაჲ-ესე თქუენ გესმის, და არა ესმა”? ხოლო რაჲსათჳს, ნუუკუე არა მიიღესა გულისხმის-ყოფაჲ და იცნეს იგი? ჰე, ფრიადცა კეთილად იცნეს, და ესე საქმჱ გამოვაჩინო თჳთ ამისვე სიტყჳსაგან. იტყჳან ვიეთნიმე, ვითარმედ არა იცნეს, რამეთუ იტყჳს: „მრავალთა...

სრულად ნახვა