მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 22:5

4. და მივიდა, ეზრახა მღდელთ-მოძღუართა და მწიგნობართა და ერისა წინამძღუართა, ვითარმცა იგი მისცა მათ.5. ხოლო მათ განიხარეს და აღუთქუეს მას ვეცხლი მიცემად.6. და აღუვარა მათ და ეძიებდა ჟამსა მარჯუესა, რაჲთა მისცეს იგი მათ თჳნიერ ერისა.
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 22
5. ხოლო მათ განიხარეს და აღუთქუეს მას ვეცხლი მიცემად.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ იგი, რომელი თქუა იესუ, ვითარმედ: რომელნი მომცენ მე, არა წარვწყმიდე მათგანი არცა ერთი“ (18,9).:

...უანაჲსკნელ. ხოლო შენ უკუეთუ გნებავს პეტრეს მოთმინებისა ხილვაჲ, იხილე, ამისა შემდგომად რაოდენნი მოიწინეს მის ზედა ჭირნი, და ვიდრე სიკუდიდმდე ყოველივე მოთმინებით თავს-იდვა. ხოლო იესუ აქა ქმნა სასწაული, ერთად, რაჲთა გუასწავოს ბოროტისმყოფელთა კეთილის-ყოფაჲ, და რაჲთა გამოაჩინოს თჳსი ძალი, რამე-თუ ყური მისი განკურნა, ხოლო პეტრეს ჰრქუა, ვითარმედ: „რომელთა მახჳლი აღიღონ, მახჳლითაცა მოკუდენ“. და ესრეთ დააცხრვო იგი, რამეთუ სახელსაცა მას მონისასა იტყჳს მახარებელი, რაჲთა ამის ჟამისა კაცთა შეუძლონ ჭეშმარიტად ცნობად იგი, ვითარმედ ესრეთ იყო. ხოლო შენ იხილე, ვითარ მებრ თავსა ებრძოლა მისსა და მარჯუენჱ ყური მისი წარჰკუეთა მას, და არა თუმცა უფალსა შეერისხნეს, სრულიად ეგულებოდა მოკლვაჲ, გარნა უფალმან არა თუ ოდენ დააყენა, არამედ ნუგეშინის-ცემისაცა სიტყუანი მიუთხრნა და ჰრქუა მას:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „სასუმელი, რომელი მომცა მამამან, არა შევსუაა?“ (18,11).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე თქუა, რაჲთამცა უჩუენა პეტრეს, ვითარმედ არა მათისა ძალისაგან არს შეპყრობაჲ მისი, არამედ თჳსისა მიშუებისაგან, და ვითარმ...

სრულად ნახვა