მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 23:39

38. ხოლო იყო ზედაწერილიცა, რომელი დაწერილ იყო მას ზედა წიგნითა ბერძულითა და ჰრომაელებრითა და ებრაელებრითა, ვითარმედ: ესე არს იესუ, მეუფე ჰურიათაჲ.39. ხოლო ერთი იგი დამოკიდებულთაგანი ძჳრის-მოქმედი ჰგმობდა მას და ეტყოდა: შენ თუ ხარ ქრისტე, იჴსენ თავი შენი და ჩუენცა.40. მიუგო ერთმან მან მოყუასმან, შეჰრისხნა მას და ეტყოდა: არცაღა გეშინის შენ ღმრთისა, რამეთუ მასვე სასჯელსა შინა ხარ?
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 23
39. ხოლო ერთი იგი დამოკიდებულთაგანი ძჳრის-მოქმედი ჰგმობდა მას და ეტყოდა: შენ თუ ხარ ქრისტე, იჴსენ თავი შენი და ჩუენცა.
ლუკას სახარების განმარტება თავი ოცდამესამე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

[თ. 23; მ. 1-5]

1. და აღდგა ყოველი იგი სიმრავლე მათი და მოიყვანეს იგი პილატესა. 2. და იწყეს შესმენად მისა და იტყოდეს: ესე ვპოეთ, რამეთუ გარდააქცევდა ნათესავსა ჩუენსა და აყენებდა ხარკსაცა მიცემად კეისრისა და იტყოდა თავსა თჳსსა ქრისტედ და მეუფე ყოფად. 3. და ჰკითხა მას პილატე და ჰრქუა: შენ ხარა მეუფე ჰურიათაჲ? ხოლო თავადმან ჰრქუა მას: შენ იტყჳ. 4. ხოლო პილატე ჰრქუა მღდელთ-მოძღუართა და ერსა მას: არარას ბრალსა ვჰპოებ კაცისა ამის თანა. 5. ხოლო იგინი უფროჲს განძლიერდებოდეს და იტყოდეს, ვითარმედ: აღაშფოთებს ერსა და ასწავებს ყოველსა ჰურიასტანსა, უწყიეს გალილეაჲთ ვიდრე აქამომდე.

თვანათლივ ეწინააღმდეგებიან ჭეშმარიტებას, ვინაიდან როდის აკრძალა იესომ ხარკის მიცემა, როცა პირიქით, ბრძანა ეხადათ იგი როგორც მართებული? სწორედ ის საუბრობდა ასე: „მიეცით კეისრისა კეისარსა” (ლუკ. 20, 25). როგორ აქეზებს ის ხალხს? მეფობას ხომ არ ეძიებს? მაგრამ ეს არავინ დაიჯერა, ვინაიდან მაშინაც, როცა ხალხს მისი გამეფება სურდა იგი, როდესაც გაიგო ამის შესახებ, განეშორა (იოან. 6, 15). ამიტომაც პილატე, მიხვდა რა ცილისწამებას, ღიად ამბობს: მე ვერაფერ ბრალს ვერ ვპოულობ...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის