მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 23:47

46. და ჴმა-ყო ჴმითა დიდითა იესუ და თქუა: მამაო, ჴელთა შენთა შევჰვედრებ სულსა ჩემსა. და ესე რაჲ თქუა, განუტევა სული.47. და ვითარცა იხილა ასისთავმან მან საქმე ესე, ადიდებდა ღმერთსა და იტყოდა: ჭეშმარიტად კაცი ესე მართალი იყო.48. და ყოველნი მათ თანა მოსრულნი და რომელთა იხილეს ხილვაჲ ესე და საქმენი ესე, იცემდეს მკერდსა მათსა და წარვიდოდეს.
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 23
47. და ვითარცა იხილა ასისთავმან მან საქმე ესე, ადიდებდა ღმერთსა და იტყოდა: ჭეშმარიტად კაცი ესე მართალი იყო.
ლუკას სახარების განმარტება თავი ოცდამესამე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

[თ. 23; მ. 1-5]

1. და აღდგა ყოველი იგი სიმრავლე მათი და მოიყვანეს იგი პილატესა. 2. და იწყეს შესმენად მისა და იტყოდეს: ესე ვპოეთ, რამეთუ გარდააქცევდა ნათესავსა ჩუენსა და აყენებდა ხარკსაცა მიცემად კეისრისა და იტყოდა თავსა თჳსსა ქრისტედ და მეუფე ყოფად. 3. და ჰკითხა მას პილატე და ჰრქუა: შენ ხარა მეუფე ჰურიათაჲ? ხოლო თავადმან ჰრქუა მას: შენ იტყჳ. 4. ხოლო პილატე ჰრქუა მღდელთ-მოძღუართა და ერსა მას: არარას ბრალსა ვჰპოებ კაცისა ამის თანა. 5. ხოლო იგინი უფროჲს განძლიერდებოდეს და იტყოდეს, ვითარმედ: აღაშფოთებს ერსა და ასწავებს ყოველსა ჰურიასტანსა, უწყიეს გალილეაჲთ ვიდრე აქამომდე.

თვანათლივ ეწინააღმდეგებიან ჭეშმარიტებას, ვინაიდან როდის აკრძალა იესომ ხარკის მიცემა, როცა პირიქით, ბრძანა ეხადათ იგი როგორც მართებული? სწორედ ის საუბრობდა ასე: „მიეცით კეისრისა კეისარსა” (ლუკ. 20, 25). როგორ აქეზებს ის ხალხს? მეფობას ხომ არ ეძიებს? მაგრამ ეს არავინ დაიჯერა, ვინაიდან მაშინაც, როცა ხალხს მისი გამეფება სურდა იგი, როდესაც გაიგო ამის შესახებ, განეშორა (იოან. 6, 15). ამიტომაც პილატე, მიხვდა რა ცილისწამებას, ღიად ამბობს: მე ვერაფერ ბრალს ვერ ვპოულობ...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის