მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 3:6

5. ყოველი ჴევნები აღმოივსოს, და ყოველნი მთანი და ბორცუნი დამდაბლდენ; და იყოს გულარძნილი იგი მართალ, და ფიცხელი იგი გზად წრფელად.6. და იხილოს ყოველმან ჴორციელმან მაცხოვარებაჲ ღმრთისაჲ.7. და ეტყოდა განმავალსა მას მისა ერსა ნათლის-ღებად მისგან: ნაშობნო იქედნეთანო, ვინ გიჩუენა თქუენ სივლტოლაჲ მერმისა მისგან რისხვისა?
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 3
6. და იხილოს ყოველმან ჴორციელმან მაცხოვარებაჲ ღმრთისაჲ.
ლუკას სახარების განმარტება თავი მესამე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

[თ. 3, მ. 1-3]

1. წელსა მეათხუთმეტესა ტიბერის კეისრისასა, მთავრობასა პონტიელისა პალატესსა ჰურიასტანს, და მეოთხედ მთავრობასა გალილეას ჰეროდესსა, ხოლო ფილიპეს, ძმისა მისისა მეოთხედ მთავრობასა იტურეას და ტრაქონელთა სოფელსა, და ლჳსანისსა, მეოთხედ მთავრობასა აბილინესა, 2. მღდელთ-მოძღურებასა ანნაჲსსა და კაიაფაჲსსა იყო სიტყუაჲ უფლისაჲ იოვანეს მიმართ, ძისა ზაქარიაჲსა, უდაბნოს. 3. და მოჰვლიდა ყოველსა მას გარემო სოფლებსა იორდანისასა და ქადაგებდა ნათლის-ცემასა სინანულისასა მისატევებელად ცოდვათა.

მართებულადაა ნახსენები დრო და მმართველები, რათა უჩვენოს, რომ ქრისტეს დროს შეწყდა იუდეველ მთვარათა მემკვიდრეობა. ვინაიდან ჰეგემონი იყო პილატე, სხვა ტომის ადამიანი, მეოთხედმთავარნი - ძენი ჰეროდე ასკანოლიტელისა, რათა ამის გამო ჭეშმარიტად მიეღოთ, რომ მოვიდა ქრისტე, იაკობის წინასწარმეტყველებისამებრ (დაბ, 49, 10).

„იყო, - ნათქვამია, - სიტყვა უფლისა იონეს მიმართ“, რათა შენ იცოდე, რომ იგი მოვიდა დასამოწმებლად ქრისტეზე, არა როგორც თვითმარქვია, არამედ იმის გამო, რომ ღმრთის სულით იყო აღძრული. „სიტყვაში“ იგულისხმება ან სული წმიდა, ანდა ღმრთის ბრძანება,...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის