მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 4:3

2. და ორმეოც დღე გამოიცადებოდა ეშმაკისაგან და არარაჲ ჭამა მათ დღეთა შინა. და აღ-რაჲ-ესრულნეს დღენი იგი, შეემშია.3. და ჰრქუა მას ეშმაკმან მან: უკუეთუ ძე ხარ ღმრთისაჲ, არქუ ქვათა ამათ, რაჲთა იქმნენ პურ.4. მიუგო იესუ და ჰრქუა მას: წერილ არს: არა პურითა ხოლო ცხოვნდების კაცი, არამედ ყოვლითა სიტყჳთა ღმრთისაჲთა.
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 4
3. და ჰრქუა მას ეშმაკმან მან: უკუეთუ ძე ხარ ღმრთისაჲ, არქუ ქვათა ამათ, რაჲთა იქმნენ პურ.
ლუკას სახარების განმარტება თავი მეოთხე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

[თ. 4; მ. 1-12]

1. ხოლო იესუ, სავსე სულითა წმიდითა მოიქცა იორდანით, და მოჰყვანდა სულსა უდაბნოდ. 2. და ორმეოც დღე გამოიცადებოდა ეშმაკისაგან და არარაჲ ჭამა მათ დღეთა შინა. და აღ-რაჲ-ესრულნეს დღენი იგი, შეემშია. 3. და ჰრქუა მას ეშმაკმან მან: უკუეთუ ძე ხარ ღმრთისაჲ, არქუ ქვათა ამათ, რაჲთა იქმნენ პურ. 4. მიუგო იესუ და ჰრქუა მას: წერილ არს: არა პურითა ხოლო ცხოვნდების კაცი, არამედ ყოვლითა სიტყჳთა ღმრთისაჲთა. 5. და აღიყვანა იგი მთასა მაღალსა და უჩუენნა მას ყოველნი სუფევანი სოფლისანი გამოხატვითა ჟამთაჲთა. 6. და ჰრქუა მას ეშმაკმან მან: შენ მიგცე ამის ყოვლისა ჴელმწიფებაჲ და დიდებაჲ მათი, რამეთუ ჩემდა მოცემულ არს, და რომლისა მინდეს, მივსცე იგი; 7. უკუეთუ შენ თაყუანის-მცე ჩემ წინაშე, იყოს შენდა ესე ყოველი. 8. მიუგო იესუ და ჰრქუა მას: წარვედ მართლუკუნ ჩემგან, ეშმაკო; წერილ არს: უფალსა ღმერთსა შენსა თაყუანის-სცე და მას მხოლოსა ჰმსახურებდე. 9. და მოიყვანა იგი იერუსალჱმდ და დაადგინა იგი ფრთესა მას ზედა მის ტაძრისასა და ჰრქუა მას: უკუეთუ ძე ხარ ღმრთისაჲ, გარდაიგდე თავი შენი ამიერ ქუეყანად, 10. რამეთუ წერილ არს, ვითარმედ: ანგელოზთა მისთადა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვითარცა აღიღეს ლოდი იგი, აღიხილნა იესუ თუალნი ზეცად და თქუა: მამაო, გმადლობ შენ, რამეთუ ისმინე ჩემი. და მე ვიცი, რამეთუ ყოლადვე ისმინი ჩემი, არამედ ერისა ამისთჳს, რომელი გარემომადგს, ვთქუ, რაჲთა ჰრწმენეს, ვითარმედ შენ მომავლინე მე“ (11,41-42).:

...მ ა ნ ი: ვჰკითხოთ უკუე მწვალებელსა, ვითარმედ: რასა იტყჳ? ლოცვისა მისგან მოიღოა ძალი და აღადგინა მკუდარი? და უკუეთუ ესე ლოცვისა მიერ ქმნა, სხუანი იგი საქმენი ვითარ ქმნნა თჳნიერ ლოცვისა? რაჟამს-იგი ჰრქუა ეშმაკსა: „შენ გეტყჳ, განვედ მაგისგან!“ ; (5,8); და კეთროვანსა ჰრქუა: „მნებავს, განწმდი!“ ; ; და განრღუეულსა ჰრქუა: „აღიღე ცხედარი შენი, და მიგეტევნენ ცოდვანი შენნი!“ ; ; და ზღუასა ჰრქუა: „დადუმენ!“ ; რამეთუ მოციქულნიცა მრავალგზის არა ილოცვიდეს, არამედ ოდენ სახელსა იესუჲსსა სახელ-სდვიან და ქმნიან სასწაული. ხოლო უკუეთუ სახელი მისი ესევითართა საქმეთა შემძლებელ იყო ქმნად, არამცა თჳთ იგი უმეტესთა შემძლებელ იყოა? ანუ რადმცა ეჴმარა მას ლოცვაჲ? ხოლო უკუეთუმცა ლოცვაჲ ეჴმარებოდა, არამცა შემძლებელ...

სრულად ნახვა