მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 8:13

12. ხოლო გზასა ზედა იგინი არიან, რომელთა ესმის, მერმე მოვიდის ეშმაკი და მოუღის სიტყუაჲ იგი გულისაგან მათისა, რაჲთა არა ჰრწმენეს და ცხოვნდენ.13. ხოლო რომელი-იგი კლდესა ზედა, – რომელთა-იგი რაჟამს ისმინიან, სიხარულით შეიწყნარიან სიტყუაჲ იგი, და ამათ ძირი არა უბნ, რომელთა-იგი ჟამ ერთ ჰრწამნ და ჟამსა განსაცდელისასა განდგიან.14. ხოლო რომელი-იგი ეკალთა შორის დავარდა, ესე არიან რომელთა ისმინიან სიტყუაჲ და ზრუნვისაგან და სიმდიდრისა და გემოთაგან ამის სოფლისათა ვლენედ და შეაშთვიან და არა ნაყოფიერ იქმნიან.
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 8
13. ხოლო რომელი-იგი კლდესა ზედა, – რომელთა-იგი რაჟამს ისმინიან, სიხარულით შეიწყნარიან სიტყუაჲ იგი, და ამათ ძირი არა უბნ, რომელთა-იგი ჟამ ერთ ჰრწამნ და ჟამსა განსაცდელისასა განდგიან.
ლუკას სახარების განმარტება თავი მერვე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

[თ. 8; მ. 1-3]

1. და იყო ამისა შემდგომად თავადი ვიდოდა ქალაქად-ქალაქად და დაბად-დაბად, ქადაგებდა და ახარებდა სასუფეველსა ღმრთისასა; და ათორმეტნი მოწაფენი მის თანა. 2. და დედანი ვინმე, რომელნი განკურნებულ იყვნეს სულთაგან არაწმიდათა და უძლურებათა: მარიამ, რომელსა ერქუა მაგდალენელი, რომლისაგან შჳდნი ეშმაკნი განსრულ იყვნეს. 3. იოანნა, ცოლი ქოზაჲსი, ეზოჲს-მოძღურისა ჰეროდესი, და სუსანა და სხუანი მრავანი, რომელნი ჰმსახურებდეს მას ნაყოფთაგან მათთა.

გარდამოხდა რა ზეციდან იმისათვის, რათა თავადვე ეჩვენებინა ჩვენთვის მაგალითი ყველაფერში და წინასწარი მონახაზი. უფალი გვასწავლის, რათა არ დავიზაროთ სწავლება, არამედ ყოველი კუთხე-კუნჭული შემოვიაროთ და ვიქადაგოთ; ვინაიდან რასაც კი აკეთებდა, ყველაფერს ჩვენს დასამოძღვრად აკეთებდა. იგი ყველა ქალაქსა და სოფელში დადიოდა და თან თორმეტი მოწაფე დაჰყავდა, რომლებიც არ ასწავლიდნენ, არ ქადაგებდნენ, არამედ, თავად სწავლობდნენ მისგან და იღებდნენ დამოძღვრას მისი საქმეებითა და მისი სიტყვებით. უფალი ქადაგებდა არა მიწიერ კეთილდღეობაზე, არამედ ცათა სასუფეველზე, ვინაიდან სხვას ვის უნდა ექადაგა უკეთესად ზეციურზე,...

სრულად ნახვა
სიტყვა კა-ს კვირიაკესა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

თესლი იგი არს სიტყვა ღვთისა (ლუკ. ჱ.იგ).

იგავი მთესვარასა და თესლსა ზედა, დღეს წაკითხული სახარებითგან, აგვიხსნის ჩვენ, ძმანო ქრისტიანენო, მიზეზთა მათ, რომელნი აბრკოლებენ და, თითქმის, კიდეც დააყენებენ მოქმედებას სიტყვის ღვთისასა.

ძალი და მოქმედება ღვთისა სიტყისა, ძმანო ჩემნო, არის დიდი და მაღალი. წმინდა მოციქული პავლე ერთსა ეპისტოლესა შინა თვისა ესრეთ აღწერს მოქმედებას სიტყვისა ღვთისასა: ცხოველ არსს სიტყვა ღმრთისა და ძლიერ, და უმკვეთრეს უფროს ყოვლისა მახვილისა ორ-პირისა: და მისწვთების იგი განსაყოფელამდე სამშვინველისა და სულისა, ნაწევართა და ტვინთა, და განმკითხველ გონებათა და ზრახვათა გულისათა (ებრ. დ. იბ.). აჰა, რა უძლეველი ძალი აქვს სიტყვასა ღვთისასა! იგი არს ცხოველი და ძლიერი, იგი მისწვდება განსაყოფელადმდე სამშვინველისა და სულისა, ძვალთა და ტვინთა, იგი განიკითხავს გონებასა და ზრახვასა კაცისასა; მაშასადამე მას შეუძლია გამოცვლა და გაუმჯობესება მთელისა კაცის ბუნებისა. გარნა, საყვარელო ძმაო, ესრეთი საკვირველი ძალი ღვთის სიტყვისა მხოლოდ მაშინ მოქმედებს ღვთის გულში, ოდეს შენ არ დააბრკოლებ მოქმედებასა მისსა, არამედ სრულიად მიუშვებ მას;...

სრულად ნახვა
მოძღვრება კა-სა კვირიაკესა ზედა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

იგავი მთესვარისათვის (ლუკ.ჱ, ე,-იკ).

იგავი მთესვარისა და თესლისათვის, თქმული უფლისა მიერ და დღეს ჩვენგან მოსმენილი, გვასწავებს ჩვენ, ძმანო ქრისტიანენო, თუ ვითარი მოქმედება აქვს სწავლასა და ქადაგებასა მოძღვართასა გულსა ზედა მსმენელთასა.

გამოვიდა მთესვარი თესვად. ესრეთ იწყო მაცხოვარმან იგავი ესე, და, იყო ოდეს, იგი თესვიდა, რომელნიმე თესლნი დავარდნენ გზასა ზედა და მოვიდეს ფრინველნი ცისანი და შესჭამეს იგინი. სხვა თესლი დავარდა ადგილსა კლდოვანსა ზედა, სადა იგი არ იყო სიღრმე მიწისა, და თუმცა აღმოვიდა, გარნა, ვინაითგან ძირი ვერ გაიბა, სიცხისგან გახმა. რომელნიმე თესლნი დავარდნენ ეკალთა შორის და აღმოვიდნენ ეკალნი და შეაშთეს იგინი; ხოლო რომელიმე დავარდნენ ადგილსა კეთილსა და აღმოცენდნენ და გამოიღეს ნაყოფი რომელთამე ასეული, რომელთამე სამოცეული და რომელთამე ოცდა-ათეული.

იგავი ესე აუხსნა თვით მაცხოვარმან მოწაფეთა თვისთა. მთესვარი არის პირველად თვით უფალი ჩვენი იესო ქრისტე და მეორედ ყოველი მოძღვარი, რომელი ასწავლის და ქადაგებს სიტყვასა ღვთისასა. თესლი არის სიტყვა ღვთისა და ეგრედვე ყოველი სწავლა და აზრი; ხოლო სხვა და სხვა მიწა, რომელსა ზედა...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის