მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 8:42

41. და აჰა ესერა მოვიდა კაცი, და სახელი მისი იაიროს, და ესე მთავარი იყო შესაკრებელისაჲ; და დავარდა ფერჴთა თანა იესუჲსთა და ევედრებოდა მას, რაჲთა შევიდეს სახლსა მისსა.42. რამეთუ ასული მარტოჲ ესუა მას, რომელი იყო ათორმეტის წლის, და იგი მოკუდებოდა. და მისლვასა მას მისსა ერი იგი შეკრბებოდა მისა.43. და იყო ვინმე დედაკაცი წყაროჲთა სისხლისაჲთა ათორმეტით წლითგან, რომელსა ყოველი მონაგები მისი წარეგო მკურნალთა ზედა, და ვერვის განეკურნა.
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 8
42. რამეთუ ასული მარტოჲ ესუა მას, რომელი იყო ათორმეტის წლის, და იგი მოკუდებოდა. და მისლვასა მას მისსა ერი იგი შეკრბებოდა მისა.
ლუკას სახარების განმარტება თავი მერვე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

[თ. 8; მ. 1-3]

1. და იყო ამისა შემდგომად თავადი ვიდოდა ქალაქად-ქალაქად და დაბად-დაბად, ქადაგებდა და ახარებდა სასუფეველსა ღმრთისასა; და ათორმეტნი მოწაფენი მის თანა. 2. და დედანი ვინმე, რომელნი განკურნებულ იყვნეს სულთაგან არაწმიდათა და უძლურებათა: მარიამ, რომელსა ერქუა მაგდალენელი, რომლისაგან შჳდნი ეშმაკნი განსრულ იყვნეს. 3. იოანნა, ცოლი ქოზაჲსი, ეზოჲს-მოძღურისა ჰეროდესი, და სუსანა და სხუანი მრავანი, რომელნი ჰმსახურებდეს მას ნაყოფთაგან მათთა.

გარდამოხდა რა ზეციდან იმისათვის, რათა თავადვე ეჩვენებინა ჩვენთვის მაგალითი ყველაფერში და წინასწარი მონახაზი. უფალი გვასწავლის, რათა არ დავიზაროთ სწავლება, არამედ ყოველი კუთხე-კუნჭული შემოვიაროთ და ვიქადაგოთ; ვინაიდან რასაც კი აკეთებდა, ყველაფერს ჩვენს დასამოძღვრად აკეთებდა. იგი ყველა ქალაქსა და სოფელში დადიოდა და თან თორმეტი მოწაფე დაჰყავდა, რომლებიც არ ასწავლიდნენ, არ ქადაგებდნენ, არამედ, თავად სწავლობდნენ მისგან და იღებდნენ დამოძღვრას მისი საქმეებითა და მისი სიტყვებით. უფალი ქადაგებდა არა მიწიერ კეთილდღეობაზე, არამედ ცათა სასუფეველზე, ვინაიდან სხვას ვის უნდა ექადაგა უკეთესად ზეციურზე,...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის