მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 8:9

8. და სხუაჲ დავარდა ქუეყანასა კეთილსა და აღმოსცენდა და ყო ნაყოფი ასი წელი. ამას ეტყოდა ჴმითა: რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ.9. ჰკითხვიდეს მას მოწაფენი მისნი, ვითარმედ: რაჲ არს იგავი ესე?10. ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: თქუენდა მოცემულ არს ცნობად საიდუმლოჲ სასუფეველისა ღმრთისაჲ, ხოლო სხუათა – იგავით, რაჲთა ხედვიდენ და ვერ იხილონ და ესმოდის და ვერ გულისჴმა-ყონ.
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 8
9. ჰკითხვიდეს მას მოწაფენი მისნი, ვითარმედ: რაჲ არს იგავი ესე?
ლუკას სახარების განმარტება თავი მერვე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

[თ. 8; მ. 1-3]

1. და იყო ამისა შემდგომად თავადი ვიდოდა ქალაქად-ქალაქად და დაბად-დაბად, ქადაგებდა და ახარებდა სასუფეველსა ღმრთისასა; და ათორმეტნი მოწაფენი მის თანა. 2. და დედანი ვინმე, რომელნი განკურნებულ იყვნეს სულთაგან არაწმიდათა და უძლურებათა: მარიამ, რომელსა ერქუა მაგდალენელი, რომლისაგან შჳდნი ეშმაკნი განსრულ იყვნეს. 3. იოანნა, ცოლი ქოზაჲსი, ეზოჲს-მოძღურისა ჰეროდესი, და სუსანა და სხუანი მრავანი, რომელნი ჰმსახურებდეს მას ნაყოფთაგან მათთა.

გარდამოხდა რა ზეციდან იმისათვის, რათა თავადვე ეჩვენებინა ჩვენთვის მაგალითი ყველაფერში და წინასწარი მონახაზი. უფალი გვასწავლის, რათა არ დავიზაროთ სწავლება, არამედ ყოველი კუთხე-კუნჭული შემოვიაროთ და ვიქადაგოთ; ვინაიდან რასაც კი აკეთებდა, ყველაფერს ჩვენს დასამოძღვრად აკეთებდა. იგი ყველა ქალაქსა და სოფელში დადიოდა და თან თორმეტი მოწაფე დაჰყავდა, რომლებიც არ ასწავლიდნენ, არ ქადაგებდნენ, არამედ, თავად სწავლობდნენ მისგან და იღებდნენ დამოძღვრას მისი საქმეებითა და მისი სიტყვებით. უფალი ქადაგებდა არა მიწიერ კეთილდღეობაზე, არამედ ცათა სასუფეველზე, ვინაიდან სხვას ვის უნდა ექადაგა უკეთესად ზეციურზე,...

სრულად ნახვა
სიტყვა კა-ს კვირიაკესა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

თესლი იგი არს სიტყვა ღვთისა (ლუკ. ჱ.იგ).

იგავი მთესვარასა და თესლსა ზედა, დღეს წაკითხული სახარებითგან, აგვიხსნის ჩვენ, ძმანო ქრისტიანენო, მიზეზთა მათ, რომელნი აბრკოლებენ და, თითქმის, კიდეც დააყენებენ მოქმედებას სიტყვის ღვთისასა.

ძალი და მოქმედება ღვთისა სიტყისა, ძმანო ჩემნო, არის დიდი და მაღალი. წმინდა მოციქული პავლე ერთსა ეპისტოლესა შინა თვისა ესრეთ აღწერს მოქმედებას სიტყვისა ღვთისასა: ცხოველ არსს სიტყვა ღმრთისა და ძლიერ, და უმკვეთრეს უფროს ყოვლისა მახვილისა ორ-პირისა: და მისწვთების იგი განსაყოფელამდე სამშვინველისა და სულისა, ნაწევართა და ტვინთა, და განმკითხველ გონებათა და ზრახვათა გულისათა (ებრ. დ. იბ.). აჰა, რა უძლეველი ძალი აქვს სიტყვასა ღვთისასა! იგი არს ცხოველი და ძლიერი, იგი მისწვდება განსაყოფელადმდე სამშვინველისა და სულისა, ძვალთა და ტვინთა, იგი განიკითხავს გონებასა და ზრახვასა კაცისასა; მაშასადამე მას შეუძლია გამოცვლა და გაუმჯობესება მთელისა კაცის ბუნებისა. გარნა, საყვარელო ძმაო, ესრეთი საკვირველი ძალი ღვთის სიტყვისა მხოლოდ მაშინ მოქმედებს ღვთის გულში, ოდეს შენ არ დააბრკოლებ მოქმედებასა მისსა, არამედ სრულიად მიუშვებ მას;...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის