მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 9:48

47. ხოლო იესუ იცნოდა გულის ზრახვანი მათნი და მოიყვანა ყრმაჲ და დაადგინა იგი წინაშე მათსა48. და ჰრქუა მათ: რომელმან შეიწყნაროს ესე ყრმაჲ სახელითა ჩემითა, მე შემიწყნარა; და რომელმან მე შემიწყნაროს, შეიწყნაროს მომავლინებელი ჩემი. ხოლო უმცირესი თქუენ ყოველთა შორის იგი არს დიდ.49. მიუგო იოვანე და ჰრქუა: მოძღუარ, ვიხილეთ ვინმე, რომელი სახელითა შენითა ეშმაკთა განასხმიდა, და ჩუენ ვაყენებდით მას, რამეთუ არა შემოგჳდგს ჩუენ.
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 9
48. და ჰრქუა მათ: რომელმან შეიწყნაროს ესე ყრმაჲ სახელითა ჩემითა, მე შემიწყნარა; და რომელმან მე შემიწყნაროს, შეიწყნაროს მომავლინებელი ჩემი. ხოლო უმცირესი თქუენ ყოველთა შორის იგი არს დიდ.
ლუკას სახარების განმარტება თავი მეცხრე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

[თ. 9; მ. 1-6]

1. და მოუწოდა იესუ ათორმეტთა მათ მოწაფეთა თჳსთა და მისცა მათ ძალი და ჴელმწიფებაჲ ყოველთა ზედა ეშმაკთა და სენთა განკურნებაჲ. 2. და წარავლინნა იგინი ქადაგებად სასუფეველსა ღმრთისასა და განკურნებად უძლურთა. 3. და ჰრქუა მათ: ნურარაჲ გაქუნ გზასა ზედა, ნუცა კუერთხი, ნუცა ვაშკარანი, ნუცა პური, ნუცა ვეცხლი, ნუცა ორი სამოსელი გაქუნ. 4. და რომელსა სახლსა შეხჳდეთ, მუნ დაადგერით და მიერ გამოვედით. 5. და რაოდენთა არა შეგიწყნარნენ თქუენ, გამო-რაჲ-ხჳდოდით მიერ ქალაქით, მტუერი ფერჴთა თქუენთაგან განიყარეთ საწამებელად მათა. 6. და გამო-რაჲ-ვიდეს, მიმოვიდოდეს დაბნებსა მას და ახარებდეს და განჰკურნებდეს სნეულთა ყოველთა ადგილთა.

აქედანაც ჩანს აღმატებულობა იესოს ღმრთაებრიობისა, ვინაიდან იგი არა მხოლოდ თვითონ იქმოდა სასწუალებს, არამედ იმავე ძალას აძლევდა მოწაფეებსაც. ხოლო გადასცეს თავის მეგობრებს ასეთი ნიჭები, ეჭვგარეშეა, რომ შეუძლია არა ადამიანს, არამედ მხოლოდ ღმერთს. მიანიჭა რა ხელმწიფება არაწმიდა სულებზე, უფალმა არ შეზღუდა ისინი მხოლოდ ამ ძალაუფლების გამოყენებით, არამედ უბრძანა მათ სახარებაც ექადაგათ. მას, ვისაც ჩაბარებული აქვს...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის