მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 9:6

5. და რაოდენთა არა შეგიწყნარნენ თქუენ, გამო-რაჲ-ხჳდოდით მიერ ქალაქით, მტუერი ფერჴთა თქუენთაგან განიყარეთ საწამებელად მათა.6. და გამო-რაჲ-ვიდეს, მიმოვიდოდეს დაბნებსა მას და ახარებდეს და განჰკურნებდეს სნეულთა ყოველთა ადგილთა.7. ესმნეს ჰეროდეს მეოთხედ მთავარსა ყოველნი იგი საქმენი, რომელნი მის მიერ იქმნებოდეს, და განიზრახვიდა, რამეთუ იტყოდეს ვინმე, ვითარმედ: იოვანე ნათლის-მცემელი აღდგომილ არს მკუდრეთით.
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 9
6. და გამო-რაჲ-ვიდეს, მიმოვიდოდეს დაბნებსა მას და ახარებდეს და განჰკურნებდეს სნეულთა ყოველთა ადგილთა.
ლუკას სახარების განმარტება თავი მეცხრე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

[თ. 9; მ. 1-6]

1. და მოუწოდა იესუ ათორმეტთა მათ მოწაფეთა თჳსთა და მისცა მათ ძალი და ჴელმწიფებაჲ ყოველთა ზედა ეშმაკთა და სენთა განკურნებაჲ. 2. და წარავლინნა იგინი ქადაგებად სასუფეველსა ღმრთისასა და განკურნებად უძლურთა. 3. და ჰრქუა მათ: ნურარაჲ გაქუნ გზასა ზედა, ნუცა კუერთხი, ნუცა ვაშკარანი, ნუცა პური, ნუცა ვეცხლი, ნუცა ორი სამოსელი გაქუნ. 4. და რომელსა სახლსა შეხჳდეთ, მუნ დაადგერით და მიერ გამოვედით. 5. და რაოდენთა არა შეგიწყნარნენ თქუენ, გამო-რაჲ-ხჳდოდით მიერ ქალაქით, მტუერი ფერჴთა თქუენთაგან განიყარეთ საწამებელად მათა. 6. და გამო-რაჲ-ვიდეს, მიმოვიდოდეს დაბნებსა მას და ახარებდეს და განჰკურნებდეს სნეულთა ყოველთა ადგილთა.

აქედანაც ჩანს აღმატებულობა იესოს ღმრთაებრიობისა, ვინაიდან იგი არა მხოლოდ თვითონ იქმოდა სასწუალებს, არამედ იმავე ძალას აძლევდა მოწაფეებსაც. ხოლო გადასცეს თავის მეგობრებს ასეთი ნიჭები, ეჭვგარეშეა, რომ შეუძლია არა ადამიანს, არამედ მხოლოდ ღმერთს. მიანიჭა რა ხელმწიფება არაწმიდა სულებზე, უფალმა არ შეზღუდა ისინი მხოლოდ ამ ძალაუფლების გამოყენებით, არამედ უბრძანა მათ სახარებაც ექადაგათ. მას, ვისაც ჩაბარებული აქვს...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ო
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო აღდგომისათჳს მკუდართაჲსა არა აღმოგიკითხავსა თქუმული იგი ღმრთისამიერი, რომელსა იტყჳს: მე ვარ ღმერთი აბრაჰამისი და ღმერთი ისაკისი და ღმერთი იაკობისი? არა არს ღმერთი მკუდართაჲ, არამედ ცხოველთაჲ“ (22,31-32).:

...პირველსა მას არა წინააღუდგების, რამეთუ მკუდარნი აჴსენნა მოციქულმან ჴორცითა მომკუდარნი, რომელთა ეგულების კუალად აღდგომაჲ, და ცხოელნი, რომელნი ჯერეთ სოფელსაღა შინა იქცევიან. და კუალად ესეცა გულისჴმა-ყავთ, ვითარმედ: იცის წერილმან სხუაჲცა სახე მკუდრობისაჲ, რომლისათჳსცა იტყჳს: „აცადენ მკუდარნი დაფლვად თჳსთა მკუდართა“. ყოვლით კერძოვე უკუე სხუასა პირსა ზედა თქუმულ არს ესე, თუ: „მე ვარ ღმერთი აბრაჰამისი“, და სხუაჲ არს სიტყუაჲ იგი: „რაჲთა მკუდართა ზედა და ცხოელთა უფლებდეს“.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ესმა რაჲ ესე ერსა მას, დაუკჳრდებოდა მოძღურებაჲ მისი“ (22,33).

თ ა რ გ მ ა ნ ი: და ესეცა, თუ: „დაუკჳრდებოდა მოძღურებაჲ მისი“, არა თუ სადუკეველთათჳს თქუა. ნუ იყოფინ! არამედ იგინი იძლინეს და სირცხჳლეულნი წარვიდეს, ხოლო ერმან მან მარტივმან, რომელნი არა უკე-თურებითა შეპყრობილ იყვნეს, მიიღეს სარგებელი, რამეთუ „დაუკჳრდებოდა მოძღურებაჲ მისი“.

სწავლაჲ ო ცხორებისათჳს მონაზონთაჲსა და მათისა მის მჴედრობისათჳს

ვინაჲთგან უკუე გუასწავა უფალმან, ვითარ აღესრულების წესი მერმისა მის აღდგომისაჲ, „ვითარცა ანგელოზნი იყვნენო ცათა შინა“, მოედით აწ, მორწმუნენო, ვიღუაწოთ ყოვლითა ძალითა, რაჲთა მივემთხჳნეთ პატივსა მას ანგელოზთა თანა დგომისასა და არა დავისაჯნეთ ბნელსა მას...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი კზ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ კზ ვითარმედ ცოდვასა შინა მყოფნი არარაჲთა განყოფილ არიან მკუდართაგან:

...ვე-შორებით საქმეთა მათ ქრისტესთა და შევექცევით ცუდთა და ამაოთა. რამეთუ ამისთჳს უფალმან ესრეთ უბრძანა მოწაფესა მას, რაჲთა ამით საქმითა გუასწაოს უფროჲს ყოვლისა საღმრთოთა საქმეთა პატივ-ცემად, ვითარცა სხუასა ადგილსა იტყჳს, ვითარმედ: „არავინ დასდვის ჴელი ერქუანსა და მართლუკუნ ხედავნ და წარემართის სასუფეველსა ცა-თასა“. რამეთუ ამათ ყოველთა სწავლათა და იგავთა მიერ გუესწავების, რაჲთა არა წარვწყმიდოთ ჟამთაგან ცხორებისა ჩუენისათა ცუდსა და ამაოსა საქმესა შინა არცა თუ ერთი ჟამი, დაღაცათუ მრავალნი საქმენი გუაიძულებდენ, არამედ უფროჲს ყოვლისა საღმრთონი საქმენი იყვნენ ჩუენდა პატიოსან და საძიებელ; და გულისჴმა-ვყოთ, თუ რაჲ არს ცხორებაჲ, ანუ რაჲ არს სიკუდილი. რამეთუ მრავალნი ჰგონებენ, თუ ცხოელ არიან, და იგინი არარაჲთა განყოფილ არიან მკუდართაგან, რაჟამს ცოდვასა შინა იყოს ცხორებაჲ მათი, და უფროჲსღა უარეს მკუდართასა არს მათი იგი ცხორებაჲ. რამეთუ „რომელი-იგი მომკუდარ არს, განმარ-თლებულ არს ცოდვისაგან“, ვითარცა წერილ არს. ესე იგია, დაცხრომილ არს ცოდვათაგან და არღარა აღასრულებს საქმესა მათსა, რამეთუ მკუდარ არს. ხოლო რომელი-იგი ცოცხალ არს ცოდვასა შინა, მონაჲ არს ცოდვისაჲ, რამეთუ აღასრულებს მას დღითი-დღე. და ნუ იტყჳ, თ...

სრულად ნახვა