მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მარკოზისი 1:21

20. და უწოდა მათ. ხოლო მათ მეყსეულად დაუტევეს ზებედე, მამაჲ მათი, ნავსა შინა მუშაკთა მისთა თანა და მისდევდეს მას.21. და შევიდეს კაპერნაუმდ. და მეყსეულად დღესა შაბათსა შევიდა შესაკრებელსა მათსა და ასწავებდა მათ.22. და განუკჳრდებოდა ერსა მას მოძღურებაჲ იგი მისი, რამეთუ ასწავებდა მათ, ვითარცა-იგი ვის აქუნ ჴელმწიფებაჲ, და არა ვითარ-იგი მწიგნობარნი მათნი.
სახარებაჲ მარკოზისი თავი 1
21. და შევიდეს კაპერნაუმდ. და მეყსეულად დღესა შაბათსა შევიდა შესაკრებელსა მათსა და ასწავებდა მათ.
მარკოზის სახარების განმარტება თავი პირველი
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
(თ. 1. მ. 21-22):

21. და შევიდეს კაპერნაუმდ. და მეყსეულად დღესა შაბათსა შევიდა შესაკრებელსა მათსა და ასწავებდა მათ. 22. და განუკჳრდებოდა ერსა მას მოძღურებაჲ იგი მისი, რამეთუ ასწავებდა მათ, ვითარცა-იგი ვის აქუნ ჴელმწიფებაჲ, და არა ვითარ-იგი მწიგნობარნი მათნი. 

საიდან მოვიდნენ კაპერნაუმში? ნაზარეთიდან და თანაც შაბათ დღეს, როცა ჩვეულებრივ იკრიბებოდნენ სჯულის საკითხავად, მაშინ მოვიდა იესოც, რათა ესწავლებინა. ვინაიდან სჯულიც იმიტომ ბრძანებდა შაბათის ზეიმით აღნიშვნას, რომ ხალხი კითხვით ყოფილიყო დაკავებული, შეიკრიბებოდნენ რა ამისთვის ერთად. უფლის სწავლება კი მამხილებელი იყო და არა მაამებლური, როგორც ფარისევლებისა: არწმუნებდა ეკეთებინათ სიკეთე, ხოლო ურჩებს ტანჯვით ემუქრებოდა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის