მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მარკოზისი 1:30

29. და მიერ შესაკრებელით გამოვიდა და მოვიდა სახლსა სიმონისსა და ანდრეაჲსსა იოვანეს და იაკობის თანა.30. ხოლო სიდედრი სიმონისი დავრდომილ იყო მჴურვალებითა. და უთხრეს იესუს მისთჳს.31. და მოვიდა და უპყრა ჴელი მისი და აღადგინა იგი; და მეყსეულად დაუტევა იგი მჴურვალებამან მან, და აღდგა და ჰმსახურებდა მათ.
სახარებაჲ მარკოზისი თავი 1
30. ხოლო სიდედრი სიმონისი დავრდომილ იყო მჴურვალებითა. და უთხრეს იესუს მისთჳს.
მარკოზის სახარების განმარტება თავი პირველი
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
(თ. 1. მ. 29-31):

29. და მიერ შესაკრებელით გამოვიდა და მოვიდა სახლსა სიმონისსა და ანდრეაჲსსა იოვანეს და იაკობის თანა. 30. ხოლო სიდედრი სიმონისი დავრდომილ იყო მჴურვალებითა. და უთხრეს იესუს მისთჳს. 31. და მოვიდა და უპყრა ჴელი მისი და აღადგინა იგი; და მეყსეულად დაუტევა იგი მჴურვალებამან მან, და აღდგა და ჰმსახურებდა მათ.

შაბათ საღამოს, როგორც ჩვეულებრივ ხდებოდა ხოლმე, უფალი წავიდა მოწაფეების სახლში საკვების მისაღებად. ამასთან ის, ვინც მათ უნდა მომსახურებოდა, მხურვალებით იყო შეპყრობილი, მაგრამ უფალი კურნავს მას და ისიც იწყებს მსახურებას. ეს სიტყვები მანიშნებელია იმის, რომ შენც, როდესაც უფალი განგკურნავს სნეულებისაგან, შენი ჯანმრთელობა წმინდანთა სამსახურებელად და ღმრთის სათნოყოფისათვის უნდა გამოიყენო. ერთგვარი მხურვალებით შეპყრობილი ხდება აგრეთვე მრისხანე ადამიანიც და მრისხანებისგან ხელებს სითამამეს აძლევს. მაგრამ თუკი ს ი ტ ყ ვ ა ხელს უპყრობს და მდაბლად გააშვებინებს მას, მაშინ ის, ვინც ადრე მრისხანებით იწვებოდა, ს ი ტ ყ ვ ი ს მსახურებას იწყებს. რამეთუ მრისხანე, ხელს უპყრობს რა სიტყვა, აღდგება და ამგვარად, მრისხანება ს ი ტ ყ ვ ა ს ემსახურება.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის