32. და ვითარ შემწუხრდებოდა, და მზე დაჰვიდოდა, მოჰყვანდეს მისა ყოველნი სნეულნი და ეშმაკეულნი 33. და ყოველი ქალაქი შეკრებულ იყო წინაშე კართა. 34. და განკურნნა ყოველნი ბოროტთაგან სენთა და თითო-სახეთაგან სნეულებათა და ეშმაკნი მრავალნი განასხნა და არა უტევებდა სიტყუად ეშმაკთა მათ, რამეთუ იცოდეს იგი, ვითარმედ ქრისტე არს.
უმიზეზოდ არ არის დამატებული „მზის ჩასვლისას“. რამდენადაც ფიქრობდნენ, რომ შაბათ დღეს განკურნება არ შეიძლება და დაელოდნენ მზის ჩასვლას და მერეღა დაიწყეს ავადმყოფთა მოყვანა განსაკურნებლად. „მრავალი“ განკურნა, ნათქვამია ნაცვლად „ყველასი“ იმიტომ, რომ ყველა შეადგენს მრავალს; ანუ ყველა არ განუკურნავს, რადგან ზოგიერთი ურწმუნო აღმოჩნდა, რომელნიც არც იქნებიან განკურნებულნი თავიანთი ურწმუნოებისდა გამო. მაგრამ მრავალი, მათგან ვინც მოიყვანეს, განკურნა, ანუ ისინი რომელთაც ჰქონდათ რწმენა. ეშმაკებს უკრძალავდა ლაპარაკს, რათა როგორც ვთქვი, ჩვენთვის ესწავლებინა, რომ მათ არ უნდა დავუჯეროთ, თუნდაც ისინი სიმართლეს ამბობდნენ. სხვაგვარად, თუკი ნახავენ ვინმეს, ვინც სავსებით ენდობა მათ, რას აღარ იზამენ წყეულნი, შეურევენ რა...