მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მარკოზისი 1:43

42. და ვითარცა ესე თქუა, მეყსეულად განეყარა მას კეთროვნებაჲ იგი, და განწმიდნა იგი43. და შეჰრისხნა მას და მეყსეულად გამოაძო იგი44. და ჰრქუა მას: იხილე, ნუვის უთხრობ, არამედ მივედ და უჩუენე თავი შენი მღდელსა და შეწირე განწმედისა შენისათჳს, რომელი-იგი ბრძანა მოსე საწამებელად მათა.
სახარებაჲ მარკოზისი თავი 1
43. და შეჰრისხნა მას და მეყსეულად გამოაძო იგი
მარკოზის სახარების განმარტება თავი პირველი
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
(თ. 1. მ. 43-45):

43. და შეჰრისხნა მას და მეყსეულად გამოაძო იგი 44. და ჰრქუა მას: იხილე, ნუვის უთხრობ, არამედ მივედ და უჩუენე თავი შენი მღდელსა და შეწირე განწმედისა შენისათჳს, რომელი-იგი ბრძანა მოსე საწამებელად მათა. 45. ხოლო იგი გამოვიდა მიერ და იწყო ქადაგებად ფრიად და მიმოდადებად სიტყჳსა მის, ვითარმედ ვერღარა ჴელ-ეწიფა მას ცხადად ქალაქად შესლვად, არამედ უდაბნოთა ადგილთა იყოფვოდა. და მოვიდოდეს მისა ყოვლით კერძო.

აქედანაც ვსწავლობთ, აგრეთვე, რომ ყველას დასანახად არ გამოვიტანოთ საკუთარი თავი, როდესაც ვინმეს სიკეთეს ვუკეთებთ, ვინაიდან თავად იესოც უბრძანებს განწმენდილს არ გაახმაუროს მის შესახებ. თუმცაღა მან იცოდა, რომ ის არ დაემორჩილებოდა და გაახმაურებდა, მაგრამ როგორც ვთქვი, გვასწავლის რა არ ვიყოთ დიდებისმოყვარენი, უბრძანებს არავის უთხრას. მაგრამ მეორე მხრივ, ყოველი ვისაც კეთილს უყოფენ, მადლიერი და მადლობელი უნდა იყოს, თუნდაც მისი კეთილისმყოფელი ამას არ საჭიროებდეს. ასევე კეთროვანმა გაახმაურა მიღებული წყალობის ამბავი, მიუხედავად იმისა, რომ უფალმა აუკრძალა. ქრისტე მას მღვდელთან აგზავნის, რადგან სჯულის მიხედვით კეთროვანი, სხვგავარდ ვერ შევიდოდა...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის