მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მარკოზისი 10:16

15. ამენ გეტყჳ თქუენ: რამეთუ რომელმან არა შეიწყნაროს სასუფეველი ღმრთისაჲ, ვითარცა ყრმაჲ, ვერ შევიდეს მას.16. და შეიტკბობდა მათ და დაასხმიდა მათ ზედა ჴელთა და აკურთხევდა მათ.17. და ვითარცა გამოვიდა იგი გზასა, ესერა მდიდარი ვინმე მორბიოდა მისა და მუჴლნი დაიდგნა მის წინაშე, ევედრებოდა მას და ეტყოდა: მოძღუარო სახიერო, რომელი საქმე ვქმნე, რაჲთა ცხორებაჲ საუკუნოჲ დავიმკჳდრო?
სახარებაჲ მარკოზისი თავი 10
16. და შეიტკბობდა მათ და დაასხმიდა მათ ზედა ჴელთა და აკურთხევდა მათ.
მარკოზის სახარების განმარტება თავი მეათე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

(თ. 10, მ. 1-9)

1. და აღდგა მიერ იესუ და მოვიდა საზღვართა ჰურიასტანისათა, წიაღ-იორდანესა, და შეკრბებოდა მისა კუალად ერი, და, ვითარცა ჩუეულ იყო, კუალად ასწავებდა მათ. 2. ხოლო ფარისეველნი იგი მოუჴდეს და ჰკითხვიდეს მას: უკუეთუ ჯერ-არს კაცისა ცოლისა თჳსისა განტევებაჲ? და გამოსცდიდეს მას. 3. ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მათ: ვითარ გამცნო თქუენ მოსე? 4. ხოლო მათ ჰრქუეს: მოსე ბრძანა წიგნი განშორებისაჲ მიცემად და განტევებად. 5. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: გულფიცხელობისა თქუენისათჳს დაწერა მოსე მცნებაჲ ეგე. 6. ხოლო დასაბამითგან დაბადებისაჲთ მამაკაცად და დედაკაცად შექმნნა იგინი ღმერთმან და თქუა: 7. ამისთჳს დაუტეოს კაცმან მამაჲ თჳსი და დედაჲ თჳსი და შეეყოს ცოლსა თჳსსა, 8. და იყვნენ ორნივე იგი ერთ ჴორც, ვითარმედ არღარა არიან ორ, არამედ ერთ ჴორც. 9. რომელნი ღმერთმან შეაუღლნა, კაცი ნუ განაშორებნ.

უფალი ხშირად ტოვებდა იუდეას ფარისეველთა სიძულვილის გამო მისდამი. მაგრამ ახლა ისევ მიდის იუდეაში, რამეთუ ახლოვდებოდა ჟამი მისი ვნებისა. თუმცა, იგი პირდაპირ იერუსალიმში კი არ მიდის, არამედ თავიდან „საზღვართა ჰურისტანისათა“, რათა სარგებელი მისცეს...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის