მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მარკოზისი 12:27

26. ხოლო ამისთჳს, რამეთუ აღდგენ მკუდარნი, არა აღმოგიკითხავსა წიგნსა მოსესსა, მაყულოვანსა ზედა ვითარ-იგი ღმერთი ეტყოდა მას და ჰრქუა: მე ვარ ღმერთი აბრაჰამისი, ღმერთი ისაკისი და ღმერთი იაკობისი?27. არა არს ღმერთი მკუდართაჲ, არამედ ღმერთი ცხოველთაჲ. ხოლო თქუენ ფრიად სცთებით.28. და მოვიდა მისა ერთი მწიგნობართაგანი, ესმოდა რაჲ მათი, ვითარ-იგი გამოეძიებდეს მის თანა, იცოდა, რამეთუ კეთილად მიუგო მათ, ჰკითხა მას მანცა, ვითარმედ: რომელი არს ყოველთა პირველი მცნებაჲ?
სახარებაჲ მარკოზისი თავი 12
27. არა არს ღმერთი მკუდართაჲ, არამედ ღმერთი ცხოველთაჲ. ხოლო თქუენ ფრიად სცთებით.
მარკოზის სახარების განმარტება თავი მეთორმეტე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

(თ. 12, მ. 1-9)

1. და იწყო იგავით მათა სიტყუად: კაცმან ვინმე დაასხა ვენაჴი და ზღუდე გარე-მოსდვა და ქმნა საწნეხელი და აღაშენა გოდოლი და მისცა იგი ქუეყანის-მოქმედთა და წარვიდა. 2. და მიავლინა ქუეყანის-მოქმედთა მათ მიმართ ჟამსა ნაყოფისასა მონაჲ, რაჲთა მოიღოს ნაყოფი ვენაჴისაჲ მის. 3. ხოლო მათ შეიპყრეს და გუემეს იგი და წარავლინეს ცალიერი. 4. მერმე კუალად წარავლინა სხუაჲ მონაჲ, და მასცა კუალად გამო-ვე-ეწყვნეს, გუემეს და წარავლინეს გინებული. 5. და კუალად სხუაჲ მიავლინა, და იგიცა მოკლეს; და სხუანი მრავალნი – რომელთამე სტანჯვიდეს და რომელთამე მოჰკლვიდეს. 6. უკუანაჲსკნელ, ერთი ძე ესუა საყუარელი თჳსი, მიავლინა მათა, რამეთუ თქუა, ვითარმედ: შეიკდიმონ ძისა ჩემისათჳს. 7. ხოლო ქუეყანის-მოქმედთა მათ თქუეს ურთიერთას: ესე არს მკჳდრი მისი, მოვედით და მოვკლათ იგი, და ჩუენდა იყოს სამკჳდრებელი ესე. 8. და შეიპყრეს იგი და მოკლეს და გამოაგდეს იგი მიერ სავენაჴით. 9. აწ რაჲ უყოს მათ უფალმან მის ვენაჴისამან? მოვიდეს და მოსრნეს ქუეყანის-მოქმედნი იგი და ვენაჴი იგი მისცეს სხუათა.

ვენახი აღნიშნავს იუდეველ ხალხს, რომელიც დაასხა უფალმა: „დაამტკიცე ისე, რომელ...

სრულად ნახვა
ჰომილია 13
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3.:

...მით, რომ რაიმე კეთილს აკეთებენ; ვინაიდან თუ ეს არ ახლავს, მკვდრებზე არაფრით უკეთესნი არ იქნებიან. და რათა გაიგო, მოისმინე, როგორ შეიძლება, მოკვდეს კაცი და მაინც ცოცხლობდეს. ამბობს: „არა არს ღმერთი მკუდართაჲ, არამედ ღმერთი ცხოველთაჲ." (). მაგრამ ესეც, ამბობს, კვლავ გამოცანაა. ამრიგად, ორივე განვმარტოთ. ვინმე ცოცხლადვე მკვდარია, როცა ცხოვრებას განცხრომაში ატარებს. როგორ?

მხოლოდ მუცლით ცხოვრობს, ხოლო სხვა გრძნობებით სრულიად არა; ანუ არ ხედავს იმას, რაც უნდა ხედავდეს, არ ისმენს იმას, რაც უნდა ისმენდეს, არ ამბობს იმას, რაც უნდა ამბობდეს, და არც ცოცხალთა საქმეებს აღასრულებს; არამედ როგორც ის, საწოლზე გაჭიმული, თვალებმილულული და ქუთუთოებმოკუმული, არსებულთაგან არაფერს გრძნობს, ასევეა ესეც; უფრო სწორად, ასე კი არა, გაცილებით უარესად. ის კი კეთილთა მიმართაც და ბოროტთა მიმართაც ერთნაირად უგრძნობელია; ეს კი მხოლოდ მათ გრძნობს, ბოროტებებს ვამბობ,...

სრულად ნახვა