მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მარკოზისი 13:10

9. ხოლო ეკრძალენით თქუენ თავთა თქუენთა, რამეთუ მიგცემდენ თქუენ შესაკრებელთა და კრებულთა შორის გტანჯვიდენ თქუენ, და წინაშე მეფეთა და მთავართა წარსდგეთ ჩემთჳს საწამებელად მათა და ყოველთა წარმართთა.10. ხოლო პირველად ჯერ-არს ქადაგებად სახარებაჲ ესე.11. და რაჟამს მიგიყვანნენ თქუენ მიცემად მათა, ნუ წინაჲსწარ ჰზრუნავთ, ნუცა იწურთით, რასა იტყოდით; არამედ რაჲ-იგი მოგეცეს თქუენ მას ჟამსა შინა, მას იტყოდეთ, რამეთუ არა თქუენ ხართ მეტყუელნი, არამედ სული წმიდაჲ.
სახარებაჲ მარკოზისი თავი 13
10. ხოლო პირველად ჯერ-არს ქადაგებად სახარებაჲ ესე.
მარკოზის სახარების განმარტება თავი მეცამეტე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

(თ. 13, მ. 1-4)

1. და გამო-რაჲ-ვიდოდა იგი ტაძრით, ჰრქუა მას ერთმან მოწაფემან მისმან: მოძღუარ, იხილე, რაბამი ქვები არს და რაბამი შენებულებაჲ! 2. მიუგო იესუ და ჰრქუა მას: ხედავა ამათ დიდ-დიდთა შენებულთა? არა დაშთეს ქვაჲ ქვასა ზედა, რომელი არა დაირღუეს. 3. და დაჯდა რაჲ იგი მთასა მას ზეთისხილთასა წინაშე ტაძარსა მას, ჰკითხვიდეს მას თჳსაგან პეტრე და იაკობ და იოვანე და ანდრეა: 4. მითხარ ჩუენ, ოდეს ყოფად არს ესე, და რაჲ იყვნენ სასწაულნი, ოდეს ესე ყოველნი აღესრულნენ?

რამდენადაც უფალი ბევრს საუბრობდა, იერუსალიმის მოოხრებაზე, მაგალითად: „აჰა ესერა დეტეოს თქვენგან სახელი თქუენი ოხრად“, მოწაფეებს უკვირდათ, რომ ასეთი დიდებული და მშვენიერი შენობები უნდა დარღვეულიყო და ამიტომ, უჩვენებდნენ მას გასაოგნებელ კეთილსახიერებას ტაძრისა. მაგრამ ის უწინასწარმეტყველებს, რომ მოიუხედავად ამისა, ყველაფერი ამისგან ქვა-ქავზე არ დარჩება. ამის საწინაარმდეგოდ, ზოგიერთნი ამბობენ, თიტქოს იერუსალიმის ძველი ქალაქიდან ბევრი რამ გადარჩა და ამრიგად ცდილობენ ქრისტე მატყუარად გამოიყვანონ. მაგრამ სულ ტუილად, რადგან თუ გადარჩა კიდეც ზოგიერთი რამ (რაც სხვათაშორის...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის