მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მარკოზისი 13:12

11. და რაჟამს მიგიყვანნენ თქუენ მიცემად მათა, ნუ წინაჲსწარ ჰზრუნავთ, ნუცა იწურთით, რასა იტყოდით; არამედ რაჲ-იგი მოგეცეს თქუენ მას ჟამსა შინა, მას იტყოდეთ, რამეთუ არა თქუენ ხართ მეტყუელნი, არამედ სული წმიდაჲ.12. რამეთუ მისცეს ძმამან ძმაჲ სიკუდილად და მამამან შვილი, და აღდგენ შვილნი მამა-დედათა ზედა და მოჰკლვიდენ მათ.13. და იყვნეთ თქუენ მოძულებულ ყოველთაგან სახელისა ჩემისათჳს; ხოლო რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხონდეს.
სახარებაჲ მარკოზისი თავი 13
12. რამეთუ მისცეს ძმამან ძმაჲ სიკუდილად და მამამან შვილი, და აღდგენ შვილნი მამა-დედათა ზედა და მოჰკლვიდენ მათ.
მარკოზის სახარების განმარტება თავი მეცამეტე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

(თ. 13, მ. 1-4)

1. და გამო-რაჲ-ვიდოდა იგი ტაძრით, ჰრქუა მას ერთმან მოწაფემან მისმან: მოძღუარ, იხილე, რაბამი ქვები არს და რაბამი შენებულებაჲ! 2. მიუგო იესუ და ჰრქუა მას: ხედავა ამათ დიდ-დიდთა შენებულთა? არა დაშთეს ქვაჲ ქვასა ზედა, რომელი არა დაირღუეს. 3. და დაჯდა რაჲ იგი მთასა მას ზეთისხილთასა წინაშე ტაძარსა მას, ჰკითხვიდეს მას თჳსაგან პეტრე და იაკობ და იოვანე და ანდრეა: 4. მითხარ ჩუენ, ოდეს ყოფად არს ესე, და რაჲ იყვნენ სასწაულნი, ოდეს ესე ყოველნი აღესრულნენ?

რამდენადაც უფალი ბევრს საუბრობდა, იერუსალიმის მოოხრებაზე, მაგალითად: „აჰა ესერა დეტეოს თქვენგან სახელი თქუენი ოხრად“, მოწაფეებს უკვირდათ, რომ ასეთი დიდებული და მშვენიერი შენობები უნდა დარღვეულიყო და ამიტომ, უჩვენებდნენ მას გასაოგნებელ კეთილსახიერებას ტაძრისა. მაგრამ ის უწინასწარმეტყველებს, რომ მოიუხედავად ამისა, ყველაფერი ამისგან ქვა-ქავზე არ დარჩება. ამის საწინაარმდეგოდ, ზოგიერთნი ამბობენ, თიტქოს იერუსალიმის ძველი ქალაქიდან ბევრი რამ გადარჩა და ამრიგად ცდილობენ ქრისტე მატყუარად გამოიყვანონ. მაგრამ სულ ტუილად, რადგან თუ გადარჩა კიდეც ზოგიერთი რამ (რაც სხვათაშორის...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის