...ო პილატე რაჲსათჳს თჳსაგან შეიყვანებს და არა ჰკითხავს მათ წინაშე? ამისთჳს, რამეთუ აქუნდა მისთჳს დიდი რაჲმე გულისსიტყუაჲ, და რაჲთა არა დაუხრწევდეს ამბოხებაჲ მათი, ამისთჳს თჳსაგან ჰკითხა, რაჲთამცა ცნა ყოველივე ჭეშმარიტებაჲ. ხოლო ვინაჲთგან ჰკითხა, ვითარმედ: „რაჲ გიქმნიეს?“ (შდრ. მათ. 27, 26-30); ; არარაჲ მიუგო მან, ხოლო რაჟამს მეუფებისათჳს ჰკითხა, რომლისათჳს ჰსუროდა ცნობად, თავადმან ჰრქუა, ვითარმედ: „მეუფებაჲ ჩემი არა არს ამის სოფლისაგან“, ესე იგი არს, ვითარმედ: მეუფე ვარ, არამედ არა ესევითარი, ვითარ შენ ჰგონებ, არამედ ფრიად უბრწყინვალჱსი და უდიდჱსი, და „ამისთჳს შობილ ვარ და მოსრულ, რაჲთა ვწამო ჭეშმარიტი“. ამით გამოაჩინებს და გულისხმა-უყოფს მას, ვითარმედ არარაჲ ბოროტი უქმნიეს, რამეთუ ვინაჲთგან ჭეშმარიტებისათჳს შობილ იყო და მოსრულ, ვითარმცა რაჲმე ქმნა ბოროტი? „ხოლო ვინცა იყოს ჭეშმარიტებისაგან, ისმინოს ჴმისა ჩემისაჲ“, ესე იგი არს, ვითარმედ: ვის უყუარს და ჰსურის ჭეშმარიტებისათჳს, ვიცი, ვითარმედ ისმინოს ჩემი. და ესრეთ მოდრიკა იგი მცირედთა სიტყუათა მიერ, ვიდრემდის თქუა: „რაჲ არს ჭეშმარიტებაჲ?“ (18,38). და გულისხმაყო, ვი...
სახარებაჲ მარკოზისი 15:1
განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის
...რამეთუ განიძარცუა რაჲ უფალმან და განეწყო მისა მიმართ, იქმნა საქმე იგი უხილავად საძლეველ ეშმაკისა. და მეყსეულად შეჰმოსეს მას, ვითარცა იოვანე იტყჳს, „ძოწეული“, და ვითარცა მათე და მარკოზ იტყჳან, „სამოსელი მეწამული“; ; და გჳრგჳნი ეკალთაგან დაადგეს თავსა მისსა; და ლერწამი მისცეს მარჯუენესა ჴელსა მისსა; და მუჴლნი დაიყარნეს მის წინაშე და თაყუანის-სცემდეს მას.
ეჰა საკჳრველი ახალი და დიდებული და ჭეშმარიტად სასწაული დიდისა ძლევისაჲ! რამეთუ რომელი-იგი ვითარცა კაცი დასაჯეს სიკუდილად, მას ვითარცა ღმერთსა თაყუანის-სცემდეს; და რომელსა ეკიცხევდეს, ვითარცა უნდოსა ვისმე, მას მეუფედ აღიარებდეს; და განსძარცუეს მას ლიტონი სამოსელი და შეჰმოსეს ძოწეული; და რომელსა უმეცრებით შეურაცხ-ჰყოფდეს, მას უნებლიეთ წინაჲსწარმეტყუელით ხადოდეს; და რომელსა სცემდეს და ემღერდეს, ძლევისა სახესა მისცემდეს მას: მეწამულსა სამოსელსა და ეკალთაგან გჳრგჳნსა და ლერწამსა. რამეთუ დაღაცათუ ამას ყოველსა ბასრობით იქმოდეს, არამედ უმეცარ იყვნეს, ვითარ უნებლიეთ ძლევითშემოსილობასა მისსა აღიარებდეს.
რამეთუ შეგინებულ იყო ქუეყანაჲ ცოდვითა ეშმაკისა მიერ და შებღალულ იყო სისხლითა. პირველად, აღაღო რა...