...ასა მოასწავებს, გარნა ამას, ვითარმედ: საქმჱ ესე, რომელსა მე ვიქმ, ფრიად სთნავს მას; რაჲთა რაჟამს მოკლან იგი, არა ჰგონებდენ, თუ დაუტევა იგი მამამან, და ვერ აყუედრებდენ, რომელსა-იგი აყუედრებდეს, ვითარმედ: „სხუანი აცხოვნნა და თავისა თჳსისა ვერ ძალ-უც ცხოვნებად“; ; ; და კუალად: „უკუეთუ ძჱ ხარ ღმრთისაჲო, გარდამოჴედ ჯუარისაგან“. ; ; ხოლო რაჲთა რაჟამს გესმეს, თუ: „მცნებაჲ მომიღებიეს“, არა სთქუა, თუ: უცხო იყო მისგან სათნოებაჲ იგი და წარმართებაჲ საქმისაჲ მის, ამისთჳს პირველვე იტყოდა, ვითარმედ: „მწყემსმან კეთილმან სული თჳსი დადვის ცხოვართათჳს“, და აჩუენა, ვითარმედ მისნი იყვნეს ცხოვარნი და მისი წარმართებულ იყო ყოველი იგი საქმჱ და არა ეჴმარებოდა მას მცნებაჲ, რამეთუ უკუეთუმცა მცნებაჲ უჴმდა მას, რად იტყოდა, ვითარმედ: „თავით ჩემით დავსდებ“? რამეთუ რომელი თავით თჳსით დასდებდეს, მცნებაჲ არა ეჴმარების, და მიზეზსაცა იტყჳს ამისისა ქმნისასა, ესე იგი არს, რამეთუ მწყემსი არს იგი, და კეთილი მწყემსი. ხოლო კეთი...
სახარებაჲ მარკოზისი 15:3
განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის
...ჴელთ-იგდო იგი. რამეთუ იხილა რაჲ, ვითარმედ ივლტის შეძრწუნებული, კუალად კაცობრივთა სიტყუათა იტყოდა, ვითარცა გუასწავებს მახარებელი, ვითარმედ: „ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ელი, ელი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევებ მე?“ ;
ესე ამისთჳს თქუა, რაჲთა ეშმაკი კუალად იჭუეულ იქმნას, და რომლისაგან ძრწოდა და იტყოდა, ვითარმედ: ღმერთი არს, შეჰრაცხოს კაცად უძლურად და არა ივლტოდის ამის ჴმისაგან. სცთა ყოვლადბოროტი იგი და კუალად ვითარცა კაცსა მოუჴდა. მაშინ სრულიად დაეკუეთა და წარწყმდა.
რამეთუ მიიღო რაჲ უფალმან სასუმელი სიკუდილისაჲ, და უგუმირეს ლახურითა გუერდსა მას ცხოელსმყოფელსა, რომლისაგან გარდამოჴდა სისხლი და წყალი (რაჲთა ვითარცა პირველ შემოვიდა საცთური დედაკაცისა მისგან, ადამის გუერდით დაბადებულისაჲთ, ეგრეთვე გუერდისაგან მეორისა ადამისა გამოჴდეს ცხორებაჲ და საჴსარი პირველისაჲ მის, რამე-თუ სისხლი იგი საჴსარი იყო, ხოლო წყალი - განსაწმედელი), მაშინ წარწყმდა სრულიად მტერი იგი ბოროტი; რამეთუ მოკუდა უფალი ბუნებითა მით კაცობრივითა, და ეშმაკი წარმოიტყუენა და მკუდარ იქმნა. ჰგონებდა, რაჲთა ეუფლოს, ვითარცა კაცსა, და შეიმუსრა ძალი მისი, და ყოველთა გულისჴმა-ყვეს ღმრთეებ...