მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მარკოზისი 16:1

1. და ვითარცა გარდაჴდა შაბათი იგი, მარიამ მაგდალენელმან და მარიამ იაკობისმან და სალომე იყიდეს ნელსაცხებელი, რაჲთა მოვიდენ და სცხონ მას.2. და ნიად განთიადსა მას ერთშაბათისასა მოვიდეს საფლავსა მას ზედა მერმეცა აღმოსლვასა ოდენ მზისასა.
სახარებაჲ მარკოზისი თავი 16
1. და ვითარცა გარდაჴდა შაბათი იგი, მარიამ მაგდალენელმან და მარიამ იაკობისმან და სალომე იყიდეს ნელსაცხებელი, რაჲთა მოვიდენ და სცხონ მას.
მარკოზის სახარების განმარტება თავი მეთექვსმეტე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

(თ. 16, მ. 1-8)

1. და ვითარცა გარდაჴდა შაბათი იგი, მარიამ მაგდალენელმან და მარიამ იაკობისმან და სალომე იყიდეს ნელსაცხებელი, რაჲთა მოვიდენ და სცხონ მას. 2. და ნიად განთიადსა მას ერთშაბათისასა მოვიდეს საფლავსა მას ზედა მერმეცა აღმოსლვასა ოდენ მზისასა. 3. და იტყოდეს ურთიერთას: ვინ გარდაგჳგორვოს ჩუენ ლოდი იგი კარისა მისგან საფლავისა? 4. და მიჰხედეს და იხილეს, რამეთუ გარდაგორვებულ იყო ლოდი იგი, რომელი იყო დიდ ფრიად. 5. და შე-რაჲ-ვიდეს საფლავსა მას, იხილეს ჭაბუკი მჯდომარე მარჯუენით კერძო, შემოსილი სამოსლითა სპეტაკითა, და განჰკრთეს. 6. ხოლო მან ჰრქუა მათ: ნუ განჰკრთებით! იესუს ეძიებთ ნაზარეველსა, ჯუარ-ცუმულსა; აღდგა, არა არს აქა. აჰა ადგილი, სადა დადვეს იგი. 7. არამედ წარვედით და უთხართ მოწაფეთა მისთა და პეტრეს, ვითარმედ: აჰა ესერა წინა-გიძღჳს თქუენ გალილეას, მუნ იხილოთ იგი, ვითარცა გრქუა თქუენ. 8. და იმათ ვითარცა ესმა ესე, გამოვიდეს და ივლტოდეს მიერ საფლავით, რამეთუ შეძრწუნებულ იყვნეს და დაკჳრვებულ და არარაჲ ვის უთხრეს, რამეთუ ეშინოდა.

არაფერ დიდებულსა და იესოს ღმრთაებრიობის შესაფერისს არ ზრახავენ ქალები, როდესაც სხედან სამარხთან...

სრულად ნახვა
სიტყვა მენელსაცხებლეთა კვირიაკესა ზედა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

ძმანო მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო! დღეს, ვითარცა უწყით თქვენცა, წმინდა ეკლესია ასრულებს ხსენებასა და ქებასა წმიდათა მენელსაცხებლეთა: იოსებ არიმათელისა, ნიკოდიმოსისა, მარიამ მაგდალინელისა და სხვათა რომელთამე მენელსაცხებლეთა. რითვის ეღირსნენ, ძმანო ჩემნო, ხსენებულნი პირნი ეგოდენსა პატივსა და დიდებასა, რომელ წმინდამან ეკლესიამან დანიშნა ეს პირველი და სხვათა უმთავრესი კვირიაკე საკუთრად მათის ხსენებისათვის, აქებს და აღამაღლებს მათ დღეს? რა ქმნეს მათ ამის ღირსი? სახარება არ მოგვითხრობს ჩვენ, რომ იგინი ყოფილიყვნენ მაცხოვართან მსგავსად მოციქულთა განუშორებელად, ანუ მერმე მიეღოთ მონაწილეობა ქადაგებასა შინა მისისა სახარებისა. არც ის სჩანს, რომ შემდგომად იესო ქრისტეს ამაღლებისა იგინი წასულიყვნენ სხვა და სხვა ქვეყნებში ქადაგებად სახარებისა, მიეღოთ მრავალი ტანჯვა, და სისხლი დაეთხიათ ქრისტეს სჯულისათვის. მაშასადამე, რისთვის მიანიჭა მათ ეკლესიამ ესოდენი ღირსება და პატივი? მხოლოდ მისთვის, რომ მათ დიდი ერთგულება, სიყვარული და სამსახური გამოაჩინეს იესო ქრისტესადმი, სწორედ იმ დროს, როდესაც იგი იყო დატევებული და მოკლებული ყოველთა მისთა მახლობელთა და...

სრულად ნახვა
სიტყვა მენელსაცხებლეთა კვირიაკესა ზედა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

და ვითარცა გარდახდა შაბათი იგი, მარიამ მაგდალინელმა, და მარიამ იაკობისამან, და სალომე იყიდეს ნელსაცხებელი, რათა მოვიდნენ და სცხონ მას (მარკ. 16,1)

რა მშვენიერი და ღირსი ქებისა იყო, ძმანო ქრისტიანენო, მოქცევა მენელსაცხებლეთა მათ, რომელთა ხსენებასა დღეს აასრულებს წმინდა ეკკლესია! მათ მოინდომეს მსახურება და პატივისცემა მიცვალებულისა, უპატიოდ დასჯილისა, განკიცხულისა, ჯვარცმულისა, ავაზაკთა შორის შერაცხულისა. მათ არ შეეშინდათ უწყალოთა იესო ქრისტეს მტერთაგან, რომელნი სდევნიდენ ყოველთა მისთა მეგობართა. იგინი უანგაროდ და თავგადადებით, ადრე განთიადისას მიდიან, რათა ძვირფასითა ნელსაცხებელით სცხონ მისი გვამი. მათ ჯერ არ იცოდენ, რომ იესო ქრისტე იყო ძე ღვთისა. იგინი ვერც მოიფიქრებდნენ, რომელ მომავალს დროებაში მთელი ქვეყანა გახდება თაყვანისმცემელი იესო ქრისტესი. თუ კი თვით მოციქულთა არ ესმოდათ ეგერ ეს დიდი  ჭეშმარიტება, მენელსაცხებლენი დედანი როგორ მიხვდებოდნენ ამას: მოციქულნი და მოწაფენი ქრისტესნი შიშისაგან დაიფანტნენ და დაიმალენ, გარნა სუსტნი დედანი თამამად გამოაჩენენ თავთა მათთა იესო ქრისტეს პატივის-მცემლად. 

აჰა, დიდი და უსაჭიროესი...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის