მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მარკოზისი 2:19

18. და იყვნეს მოწაფენი იოვანესნი და ფარისეველთანი მარხვასა შინა. და მოვიდეს მისა და ჰრქუეს მას: რაჲსათჳს მოწაფენი იოვანესნი და ფარისეველთანი იმარხვენ და მოწაფენი შენნი არა იმარხვენ?19. ჰრქუა მათ იესუ: ვერ ჴელეწიფების ძეთა სიძისათა, ვიდრე სიძე იგი მათ თანა არს, მარხვად.20. არამედ მოვლენან დღენი, ოდეს ამაღლდეს სიძე იგი მათგან, და მაშინ იმარხვიდენ მას დღესა შინა.
სახარებაჲ მარკოზისი თავი 2
19. ჰრქუა მათ იესუ: ვერ ჴელეწიფების ძეთა სიძისათა, ვიდრე სიძე იგი მათ თანა არს, მარხვად.
მარკოზის სახარების განმარტება თავი მეორე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
(თ. 2. მ. 18-20):

18. და იყვნეს მოწაფენი იოვანესნი და ფარისეველთანი მარხვასა შინა. და მოვიდეს მისა და ჰრქუეს მას: რაჲსათჳს მოწაფენი იოვანესნი და ფარისეველთანი იმარხვენ და მოწაფენი შენნი არა იმარხვენ? 19. ჰრქუა მათ იესუ: ვერ ჴელეწიფების ძეთა სიძისათა, ვიდრე სიძე იგი მათ თანა არს, მარხვად. 20. არამედ მოვლენან დღენი, ოდეს ამაღლდეს სიძე იგი მათგან, და მაშინ იმარხვიდენ მას დღესა შინა.

იოანეს მოწაფეები, როგორც ჯერ კიდევ არასრულყოფილნი, იუდაურ ჩვეულებებს მისდევდნენ. ამიტომაც ზოგიერთ მათგანს, ვინც ქრისტესთან მოდიოდა, მაგალითად მოჰყავდა ისინი და ბრალს სდებდნენ მას, რომ მისი მოწაფეები მათ მსგავსად არ მარხულობდნენ. ის კი ეუბნებოდა: ახლა მე, სიძე ვიმყოფები მათ გვერდით და ამიტომაც უნდა უხაროდეთ და არა მახრულობდნენ. მაგრამ როდესაც ავმაღლდები ამ ცხოვრებიდან, მაშინ დაექვემდებარებიან რა განსაცდელებს, ისინი იმარხულებენ კიდეც და იმწუხარებენ. თავის თავს სიძეს უწოდებს არა მხოლოდ იმიტომ, რომ თავისთვის ქალწულებრივ სულებს ნიშნავდა, არამედ იმიტომაც, რომ ჟამი მისი პირველად მოსვლისა, მის მორწმუნეთათვის არის არა ჟამი ტირილისა და მწუხარებისა და არა მძიმე ჟამი, არამედ ჩვენი...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის