21. არავინ სადგმელი ახალი დაადგის სამოსელსა ძუელსა, უკუეთუ არა, მოაპის მისგან ცოცხალიცა იგი ახალმან მან ძუელისაჲ მის, და უძჳრესად განიპის. 22. და არავინ შთაასხის ღვინოჲ ახალი თხიერთა ძუელთა, რაჲთა არა განხეთქნეს ღჳნომან ახალმან თხიერნი იგი, და ღჳნოჲ დაითხიოს, და თხიერნი წარწყმდენ; არამედ ღჳნოჲ ახალი თხიერთა ახალთა შთაასხიან.
როგორც ახალი „სადგმელი“ თავისი სიმტკიცის გამო მხოლოდ მოაპობს ძველ სამოსს, თუკი მასზე დაკერდება და როგორც ახალი ღვინო, თავისი სიმაგრის გამო, გახეთქავს ძველ ჭურჭელს, ასევე ჩემი მოწაფეები ჯერ კიდევ არ მომაგრებულან და ამიტომაც თუ დავუმძიმებთ, ამით მათ ვავნებთ, რამდენადაც ისინი, თავისი უძულურებისდა გამო, ჯერ კიდევ ძველ სამოსს ჩამოჰგვანან. ამიტომაც არ არის საჭირო დავაკისროთ მათ მარხვის მძიმე მცნება. ან შეგიძლია ასეც გაიგო: ქრისტეს მოწაფეებს, არიან რა უკვე ახალი ადამიანები, არ შეუძლიათ ემსახურონ ძველ ჩვეულებებსა და კანონებს.