მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მარკოზისი 6:19

18. რამეთუ ეტყოდა იოვანე ჰეროდეს, ვითარმედ: არა ჯერ-არს შენდა, ვითარმცა ცოლად გესუა ძმის-ცოლი შენი.19. ხოლო ჰეროდიას გულსა დაედვა მისთჳს და უნდა მოკლვაჲ მისი და ვერ ჴელ-ეწიფა.20. რამეთუ ჰეროდეს ეშინოდა იოვანესა და იცოდა იგი, რამეთუ კაცი მართალი და წმიდაჲ არს, და სცვიდა მას და ისმინის მისი და მრავალსა პატივსა უყოფდა და ჯეროვნად ისმენდა მისსა.
სახარებაჲ მარკოზისი თავი 6
19. ხოლო ჰეროდიას გულსა დაედვა მისთჳს და უნდა მოკლვაჲ მისი და ვერ ჴელ-ეწიფა.
მარკოზის სახარების განმარტება თავი მეექვსე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

(თ. 6, მ. 1-3)

1. და გამოვიდა მიერ და მოვიდა თჳსა მამულად, და მოსდევდეს მას მოწაფენი მისნი. 2. და იყო შაბათი, და იწყო შესაკრებელსა მათსა სწავლად მათა. და მრავალთა, რომელთა ესმოდა, განუკჳრდებოდა და იტყოდეს: ვინაჲ არს ესე ამისა? ანუ რაჲ არს სიბრძნე ესე მოცემული ამისა, და ძალნი ესოდენნი, ჴელთაგან ამისთა რომელნი იქმნებიან? 3. ანუ არა ესე არსა ხუროჲსაჲ მის და ძე მარიამისი და ძმაჲ იაკობისი და იოსესი, იუდაჲსი და სიმონისი? და დანი მისნი ყოველნი ჩუენ თანა არიან? და დაჰბრკოლდებოდეს მისა მიმართ.

უფალი მოდის მშობლიურ მხარეში იმიტომ, კი არა, თიტქოს არ იცოდა უყურადღებობას რომ გამოიჩენდნენ, არამედ იმიტომ, რომ შემდგომში არ ეთქვათ: ის რომ მოსულიყო, ვირწმუნებდითო. მოდის აგრეთვე, რათა ამხოლოს შურიანი ზნე თავისი თანამემამულეებისა; რამეთუ მაშინ, როდესაც ასე ამკობდა მათ სამშობლოს როგორც მოძღვრებით, ისე სასწაულებით, ამის ნაცვლად ამცირებდნენ უფალს მისი რარიბული წარმომავლობის გამო. აი როგორი ბოროტებაა შური! ის ყოველთვის ცდილობს დააბნელოს კეთილი და არ აძლევს საშუალებას მოშურნეებს დაინახონ იგი. მსგავსად ამისა, ახლაც მრავალნი თავიანთი კეთილგანწყობისა...

სრულად ნახვა
სიტყვა 29 აგვისტოს, იოანე ნათლის-მცემლის თავის კვეთასა ზედა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

რამეთუ ეტყოდა იოანე ჰიროდეს, ვითარმედ: არა ჯერ-არს შენდა, ვითარმცა ცოლად გესვა ძმის ცოლი შენი; ხოლო ჰეროდიას გულსა დაედვა მისთვის, და უნდა მოკვლაი მისი (მარკ. 6, 18-19).

როდესაც შევამსგავსებთ ხასიათთა და თვისებათა ორთა ამათ პირთა, იოანე ნათლის-მცემელსა და ჰეროდე მეფისას, ჩვენ გაგვაკვირვებს მაგარი, ვითარცა კლდე ხასიათი, ანუ ღონე პირველისა, და სუსტი, შერყეული, ვითარცა ლერწამი, და დაუდგრომელი, ვითარცა ქალი, ხასიათი მეორისა. ჰეროდე მეფემ რომ გაიგონა საკვირველი ცხოვრება და სწავლა იოანე ნათლის-მცემლისა, მოინდომა ნახვა მისი და სმენა მისისა სწავლისა. როდესაც გაიგონა მისი სწავლა და დარიგება, უმეტესად გაუკვირდა, ესრედ, რომელ, როგორც თქმულ-არს დღეს წაკითხულს სახარებაში, ეშინოდა იოანესი და იცოდა იგი, რამეთუ კაცი მართალი და წმიდა არს, და სცვიდა მას, და ისმინის მისი და მრავალსა პატივსა უყოფდა, და ჯეროვნად ისმენდა მისსა ( მარკ. 6, 20) იოანე ნათლის-მცემლის მაგიერად, სხვა ვინმე რომ ყოფილიყო, ამისთანა შემთხვევაში როგორ ისარგებლებდა და როგორ მოიქცეოდა? ათასნი მაგალითნი და ნამდვილნი შემთხვევანი აღგვიხსნიან ამას. როდესაც ვინმე დაუახლოვდება...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის